საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის წმინდა საიდუმლო და მისი დიდებული აპოგეა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „მაგრამ ხალხები განრისხდნენ, მოვიდა შენი რისხვა და დანიშნული დრო, რათა გაასამართლო მკვდრები და საზღაური მიაგო შენს მონებს, წინასწარმეტყველებს, წმინდებსა და შენი სახელის მოშიშებს, პატარებსა და დიდებს, და მოსპო დედამიწის მომსპობნი“ (გამოცხადება 11:18). 1914 წლიდან ერები გააფთრებით ებრძოდნენ ერთმანეთს, ღვთის სამეფოსა და, განსაკუთრებით, იეჰოვას „ორ მოწმეს“ (გამოცხადება 11:3).

      9. როგორ სპობენ ერები დედამიწას და რა განიზრახა ღმერთმა მათ შესაჩერებლად?

      9 ისტორიის განმავლობაში ერები უწყვეტი ომებითა და ზიანის მომტანი მმართველობით სპობდნენ დედამიწას. 1914 წლიდან დედამიწის გავერანებამ შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია. სიხარბისა და კორუფციის შედეგად, უდაბნოების საზღვრები გაფართოვდა და უზარმაზარი ნაყოფიერი მიწები უნაყოფო მიწებად იქცა. მჟავე წვიმებმა და რადიოაქტიულმა ღრუბლებმა ვრცელი ტერიტორიები დააზიანა. დაბინძურდა საკვები. დაბინძურდა ჰაერიც, რომელსაც ვსუნთქავთ, და წყალიც, რომელსაც ვსვამთ. წარმოების ნარჩენები საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს ზღვაში თუ ხმელეთზე. მსოფლიო მპყრობელები ბირთვული იარაღით სრული განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ კაცობრიობას.

  • ღვთის წმინდა საიდუმლო და მისი დიდებული აპოგეა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 175 გვერდზე]

      დედამიწის მოსპობა

      „ყოველ სამ წამში ფეხბურთის მოედნისხელა ტენიანი ტყის მონაკვეთი ნადგურდება. . . ტყის განადგურება მცენარეთა და ცხოველთა ათასობით სახეობის მოსპობას იწვევს“ (რენდ მაკნელის მსოფლიო ატლასი „Illustrated Atlas of the World“).

      „ორი საუკუნეა, რაც დასახლებები გაჩნდა და [ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ტბები] მსოფლიოს უდიდეს საკანალიზაციო სისტემად იქცა“ („The Globe and Mail“, კანადა).

      1986 წლის აპრილში ჩერნობილში (ყოფილი სსრკ) მომხდარი ატომური ელექტროსადგურის აფეთქება და ხანძარი „ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ. . . ყველაზე მასშტაბური ბირთვული კატასტროფა იყო“. „ჰაერში, მიწასა და წყალში გავრცელებული რადიაციის დონე ბირთვული იარაღის გამოცდისა და ოდესმე აფეთქებული ბომბების შედეგად გავრცელებულ რადიაციის დონეს გაუტოლდა“ (“JAMA”; “The New York Times”).

      მინამატაში (იაპონია) ქიმიურმა ქარხანამ მეთილვერცხლისწყალი ახლომდებარე ყურეში ჩაუშვა. ამ ნივთიერებით მოწამლული თევზისა და მოლუსკების საკვებად გამოყენებამ გამოიწვია მინამატას დაავადება, „ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება. . . [1985 წლის] ოფიციალური მონაცემებით მთელ იაპონიაში 2 578 ადამიანს აღმოაჩნდა მინამატას დაავადება“ (“International Journal of Epidemiology”).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება