-
როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობაარსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
დედამიწის იდეალური თავისებურებები
ჩვენი არსებობისთვის, სხვა მხრივაც საჭიროა სიზუსტე. ყურადღება მიაქციეთ დედამიწის ზომებსა და მის ადგილს ჩვენი მზის სისტემაში. ბიბლიურ წიგნ „იობში“ ჩაწერილია მოკრძალების ჩამნერგავი კითხვები: „სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? . . ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი?“ (იობი 38:4, 5). დღეს, ისე როგორც არასდროს, ეს კითხვები პასუხს მოითხოვს. რატომ? დედამიწასთან დაკავშირებით მრავალი გასაოცარი რამ იქნა აღმოჩენილი — მისი ზომისა და ჩვენს მზის სისტემაში მისი ადგილის ჩათვლით.
სამყაროში დედამიწის მსგავსი პლანეტა არ არის აღმოჩენილი. მართალია, ზოგი მეცნიერი მიუთითებს არაპირდაპირ მტკიცებებზე, რომ გარკვეულ ვარსკვლავებს გარს უვლის დედამიწაზე ასჯერ უფრო დიდი სხეულები. მაგრამ ჩვენს დედამიწას ზუსტად ის ზომა აქვს, რაც ჩვენი არსებობისთვისაა საჭირო. რა გაგებით? დედამიწა ოდნავ დიდი რომ ყოფილიყო, მისი მიზიდულობის ძალა მეტი იქნებოდა და ატმოსფეროში დაგროვდებოდა წყალბადი, მსუბუქი აირი, რადგან ვეღარ გაექცეოდა დედამიწის გრავიტაციას. ამგვარი ატმოსფერო კი სიცოცხლისთვის გამოუსადეგარი იქნებოდა. მეორე მხრივ, დედამიწა რომ ოდნავ პატარა ყოფილიყო, სიცოცხლის შემნარჩუნებელი ჟანგბადი მოსცილდებოდა და ზედაპირზე არსებული წყლები აორთქლდებოდა. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიცოცხლებდით.
აგრეთვე დედამიწა მზისგან იდეალური მანძილითაა დაშორებული, რაც სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი ფაქტორია. ასტრონომმა ჯონ ბაროუმ და მათემატიკოსმა ფრანკ ტიპლერმა შეისწავლეს „დედამიწის რადიუსისა და მზისგან დედამიწის დაშორების პროპორცია“. მათ დაასკვნეს, რომ ადამიანი არ იარსებებდა, „ეს პროპორცია ოდნავ განსხვავებული რომ ყოფილიყო“. პროფესორი დეივიდ ლ. ბლოკი შენიშნავს: „გამოთვლები ცხადყოფს, რომ დედამიწა მზესთან მხოლოდ ხუთი პროცენტით ახლოს რომ ყოფილიყო, დაახლოებით 4000 მილიონი წლის წინ მოხდებოდა შეუჩერებელი სითბური ეფექტი [დედამიწის გადახურება]. მეორე მხრივ, დედამიწა რომ მხოლოდ ერთი პროცენტით მეტით ყოფილიყო მზისგან დაშორებული, სადღაც 2000 მილიონი წლის წინ მოხდებოდა შეუჩერებელი გამყინვარება [პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილის დიდი ყინულოვანი ჯავშნით დაფარვა]“ („ჩვენი სამყარო: შემთხვევით გაჩნდა თუ შეიქმნა?“ [Our Universe: Accident or Design?]).
ზემოხსენებულ სიზუსტეს დაუმატეთ ის ფაქტიც, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო შემობრუნებას ანდომებს ერთ დღეს — ეს კი ზუსტად ის სიჩქარეა, რომელიც ზომიერ ტემპერატურებს წარმოქმნის. ვენერას 243 დღე სჭირდება ამისთვის. წარმოიდგინეთ, დედამიწაც რომ ამდენ დროს ანდომებდეს! ჩვენ ვერ გავუძლებდით უკიდურეს ტემპერატურებს, რომლებიც გრძელ დღეებსა და ღამეებს მოჰყვებოდა.
სხვა მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს დედამიწის ტრაექტორია მზის გარშემო. კომეტებს განიერი ელიფსური ტრაექტორიები აქვს. საბედნიეროდ, დედამიწას ეს არ ახასიათებს. მისი ორბიტა თითქმის წრიულია. ესეც გვიცავს უკიდურესი ტემპერატურების სასიკვდილო შედეგებისგან.
ჩვენი მზის სისტემის ადგილიც არ უნდა უგულებელვყოთ. ის გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრთან რომ ყოფილიყო ახლოს, მეზობელი ვარსკვლავების გრავიტაციული გავლენა დედამიწის ორბიტას დაამახინჯებდა. და, პირიქით, ჩვენი გალაქტიკის ნაპირას რომ ყოფილიყო, ღამის ცა თითქმის უვარსკვლავო იქნებოდა. ვარსკვლავიერი სინათლე სიცოცხლისთვის აუცილებელი არ არის, მაგრამ განა არ მატებს ის მშვენებას ჩვენს ღამის ცას? და თუ სამყაროს შესახებ უახლეს კონცეფციებს დავეყრდნობით, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ირმის ნახტომის ნაპირებში არ იქნებოდა საკმარისი რაოდენობის ქიმიური ელემენტები, რომ ჩვენი მზის სისტემის მსგავსი სისტემა წარმოქმნილიყოd.
-
-
როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობაარსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
[ჩარჩო 22 გვერდზე]
„დედამიწაზე არსებულმა განსაკუთრებულმა პირობებმა, რომლებიც მისი იდეალური ზომის, ელემენტთა შედგენილობისა და ხნიერი ვარსკვლავისგან, მზისგან, იდეალურად დაშორებული თითქმის წრიული ორბიტის წყალობით არსებობს, შესაძლებელი გახადა წყლის დაგროვება დედამიწის ზედაპირზე“ („ზოოლოგიის ინტეგრირებული პრინციპები“ [Integrated Principles of Zoology, 7th edition]). წყლის გარეშე დედამიწაზე ვერ გაჩნდებოდა სიცოცხლე.
-