საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სტიქიის შემდეგ
    გამოიღვიძეთ! — 2002 | აგვისტო 8
    • მაგალითად, როდესაც 1999 წლის დასაწყისში მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა დასავლეთ კოლუმბიის ქალაქი არმენია, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი შოკში და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ექიმი-ფსიქიატრი რობერტო ესტეფანი, რომელსაც ამ სტიქიის დროს თავადაც დაენგრა სახლი, ამბობს: „სადაც არ უნდა წასულიყავი, ყველგან დახმარებას ითხოვდნენ. წასახემსებლად გავედი და გზაში ვისაც კი შევხვდი, ყველა უძილობას უჩიოდა და ამბობდა, რომ დათრგუნული იყო“.

  • სტიქიის შემდეგ
    გამოიღვიძეთ! — 2002 | აგვისტო 8
    • სასოწარკვეთილებს იმედს უნერგავენ

      ასეთი უბედურებების დროს იეჰოვას მოწმეები ყოველ ღონეს ხმარობენ გადარჩენილთა დასახმარებლად; ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა ისინი დაზარალებულთა სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზეც ზრუნავენ. მაგალითად, კოლუმბიაში მომხდარი ზემოხსენებული მიწისძვრის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა მყისვე შექმნა ადგილობრივი საგანგებო კომიტეტი, რომელსაც დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენაზე უნდა ეზრუნა. ქვეყნის ყველა კუთხეში მცხოვრები ათასობით მოწმე სწირავდა ფულსა და საკვებს. მალე მიწისძვრით გაჩანაგებულ ტერიტორიებში 70 ტონამდე საკვები გაიგზავნა.

      ასეთ დროს ადამიანებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ სულიერი დახმარება. კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ერთ დილას, ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ შეამჩნია ქალი, რომელიც დანგრეული ქალაქის ქუჩაში მძიმედ მიდიოდა. ქალს სახეზე ღრმა მწუხარება აღბეჭდოდა. მოწმე მივიდა მასთან და შესთავაზა ტრაქტატი „რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“a.

      ქალმა ტრაქტატი სახლში წაიღო და ყურადღებით წაიკითხა. სხვა დროს, როდესაც ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ მიაკითხა, მან თავისი ამბავი მოუთხრო მას. თურმე, მიწისძვრამ ქალაქში რამდენიმე სახლი დაუნგრია, საიდანაც კარგი შემოსავალი ჰქონდა. ახლა ის გაღარიბდა, მაგრამ უბედურება ამით არ დასრულებულა — მოხდა საშინელება: მისი 25 წლის ვაჟი, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, ჩამოქცეული სახლის ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. ქალმა უთხრა მოწმეს, რომ ადრე მას არასოდეს აინტერესებდა რელიგია, მაგრამ ახლა ბევრი კითხვა გაუჩნდა. ტრაქტატმა ნამდვილი იმედი ჩაუსახა. მალე მასთან ბიბლიის საშინაო შესწავლა დაიწყეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება