-
გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროშიგამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
-
-
წარმოიდგინეთ, რომ მწერების ნაბიჯები გესმით! ასეთი საოცარი სმენით გამოირჩევა მსოფლიოს ერთადერთი მფრინავი ძუძუმწოვარა — ღამურა. ღამურებს ასეთი განსაკუთრებული სმენა სიბნელეში დაუბრკოლებლად ფრენისათვის ესაჭიროებათ და იმისთვისაც, რომ ექოლოკაციის მეშვეობით მწერების დაჭერა შეძლონe. პროფესორი ჰიუზი ამბობს: „წარმოიდგინეთ ექოლოკაციის სისტემა, რომელიც ყველაზე თანამედროვე წყალქვეშა ნავებში არსებულ სისტემაზე გაცილებით რთული და დახვეწილია. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ამ სისტემით სარგებლობს პატარა ღამურა, რომელიც ხელისგულზეც კი ადვილად დაგეტეოდათ. ყველა იმ ოპერაციას, რომელთა საშუალებითაც ღამურა იგებს მანძილს, სიჩქარესა და თვით მსხვერპლად ამორჩეული მწერის სახეობას, ასრულებს ტვინი, რომელიც თქვენი ცერა თითის ფრჩხილზე პატარაა!“.
ზუსტი ექოლოკაცია გაგზავნილი ბგერითი სიგნალის „ხარისხზეცაა“ დამოკიდებული, რის გამოც ღამურები „იმდენად კარგად აკონტროლებენ თავიანთი ხმის სიმაღლეს, რომ ეს უნარი ოპერის ნებისმიერ მომღერალს შეშურდებოდა“, — ნათქვამია ერთ წიგნშიf. ზოგი სახეობის ღამურებს ცხვირზე აქვთ კანის თავისებური გამონაზარდები, რომელთა მეშვეობითაც მათ, როგორც ჩანს, ბგერის ფოკუსირება და ერთ სხივად გაგზავნა შეუძლიათ. მთელი ამ „მოწყობილობების“ წყალობით ღამურები იმდენად „ულტრათანამედროვე“ საექოლოკაციო სისტემით სარგებლობენ, რომ მას ადამიანის თმის ღერისოდენა ობიექტების ბგერითი გამოსახულების შექმნაც კი შეუძლია!
-
-
გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროშიგამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
-
-
e ღამურასებრთა ოჯახი დაახლოებით 1 000 სახეობას აერთიანებს. გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ამ სახეობების ყველა წარმომადგენელს კარგი მხედველობა აქვს, მაგრამ ყველა არ მიმართავს ექოლოკაციას. ხილიჭამია ღამურების მსგავსად, ზოგი მათგანი შესანიშნავად ხედავს ღამე და ამის წყალობით საჭმელსაც ადვილად პოულობს.
f ღამურები გამოსცემენ რთულ სიგნალს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სიხშირის ბგერებს. ამ ბგერათა დიაპაზონი 20 000-დან 120 000 ან მეტ ჰერცამდე მონაცვლეობს.
-
-
გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროშიგამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
-
-
[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]
მწერებო, გაფრთხილდით!
«ყოველდღე, შებინდებისას, სან-ანტონიოს (ტეხასი, აშშ) მახლობლად მდებარე გორაკებზე საოცარი რამ ხდება, — ნათქვამია წიგნში „სენსორული ეგზოტიკა — სამყარო ადამიანის აღქმის მიღმა“. — შორიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დედამიწის სიღრმიდან უშველებელი შავი ღრუბელი ამოდის, მაგრამ ეს არაა კვამლის ღრუბელი, რომელიც მწუხრის ცას აბნელებს — ეს ბრაკენის გამოქვაბულის სიღრმიდან ამოსული ღამურების, ბრაზილიური ნაკეცტუჩების, 20-მილიონიანი არმიაა».
ბოლოდროინდელი შეფასების თანახმად, ბრაკენის გამოქვაბულიდან გამომავალ ღამურათა რიცხვი 60 მილიონს უნდა აღწევდეს. ისინი ბინდბუნდში 3 000 მეტრზე იჭრებიან ცაში და თავიანთ საყვარელ „ლუკმაზე“, მწერებზე, ნადირობენ. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს ცას ღამურების მიერ გამოცემული ურიცხვი ულტრაბგერა ავსებს, ეს მათში დაბნეულობას არ იწვევს, ვინაიდან ამ უნიკალური ძუძუმწოვრებიდან თითოეული აღჭურვილია უაღრესად რთული და დახვეწილი სისტემით, რომლის მეშვეობითაც საკუთარი ხმის ექოს განასხვავებს.
-