საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მექსიკაში დახმარებას უწევენ ჩინურ ენაზე მოლაპარაკეებს
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
    • უფრო მეტი მქადაგებელი იყო საჭირო, რათა ჩინურ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის დახმარება გაეწიათ. ამიტომ მექსიკელი მოწმეებისთვის სამთვიანი კურსი ჩამოყალიბდა, სადაც მარტივ შეთავაზებებს ასწავლიდნენ ჩინურ ენაზე. მეხიკოში ეს კურსი 25-მა მოწმემ გაიარა. გამოსაშვებ საღამოს დაესწრო ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც; ამ გამოშვებამ იქ დამსწრეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მექსიკაში არსებულმა ინსტიტუტმა, სადაც სწავლება ჩინურ ენაზე მიმდინარეობს, სამ წარჩინებულ სტუდენტს ენის გასაუმჯობესებლად საზღვარგარეთ გამგზავრება შესთავაზა.

      ენის კურსში პრაქტიკული სწავლებაც შედიოდა. რამდენიმე ძირითადი ფრაზის სწავლის შემდეგ სტუდენტებმა მაშინვე დაიწყეს ჩინურად ქადაგება საქმიან უბნებზე მეხიკოში. გულმოდგინე სტუდენტებმა 21 ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მათთვის ძალიან დამხმარე იყო ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“, რომელშიც ჩინური იეროგოლიფები ლათინური ასოებით — პინინის სისტემით — იყო გადმოცემული.

      როგორ ატარებდნენ ბიბლიის შესწავლებს მოწმეები, რომლებსაც ახალი დაწყებული ჰქონდათ ენის შესწავლა? თავიდან ისინი ამბობდნენ „ცინგ დუ“ [გთხოვთ, წაიკითხეთ], შემდეგ კი მიუთითებდნენ აბზაცზე და შეკითხვაზე. როცა პიროვნება წაიკითხავდა და ჩინურად უპასუხებდა, მოწმეები ეუბნებოდნენ „სე სე“ [გმადლობთ] და „ჰენ ჰაუ“ [ძალიან კარგი].

  • მექსიკაში დახმარებას უწევენ ჩინურ ენაზე მოლაპარაკეებს
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
    • [სურათი 17 გვერდზე]

      ჩინური ენის შემსწავლელი ჯგუფი მეხიკოში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება