-
ბალზამირება — მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის?საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
-
-
ზოგი ვარაუდობს, რომ ბალზამირება დაიწყეს მაშინ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ გვამები ნატრიუმის კარბონატში ინახება, ტუტეში, რომელიც ეგვიპტეში უხვად მოიპოვება.
-
-
ბალზამირება — მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის?საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
-
-
ძველ ეგვიპტეში ბალზამირებას, ძირითადად, რელიგიური საფუძველი ჰქონდა. მათი წარმოდგენები საიქიო ცხოვრებაზე დაკავშირებული იყო სურვილთან, შეხება ჰქონოდათ ფიზიკურ სამყაროსთან. მათ სწამდათ, რომ სხეულები უნდა შენახულიყო მარადიულად და სიცოცხლე უნდა დაბრუნებოდა მათ. თუმცა ბალზამირება ძალზედ გავრცელებული იყო, დღემდე არც ერთი ეგვიპტური წყარო არაფერს გვატყობინებს იმის შესახებ, თუ როგორ აკეთებდნენ ამას. ყველაზე ამომწურავი ჩანაწერი ამასთან დაკავშირებით ეკუთვნის ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტეს. როგორც აღნიშნავენ, მეცნიერებმა სცადეს იგივეს გამეორება ჰეროდოტეს მიერ მოცემული მითითებების მიყოლით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
-
-
ბალზამირება — მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის?საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 31 გვერდზე]
ბალზამირება — წარსულში და ახლა
ძველ ეგვიპტეში გვამის ბალზამირების ტიპი ოჯახის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. შეძლებულ ოჯახებს შეეძლოთ ბალზამირების შემდეგი მეთოდი აერჩიათ:
ტვინი ნესტოებიდან ლითონის ინსტრუმენტით უნდა გამოეღოთ და თავის ქალა სპეციალური წამლებით უნდა დაემუშავებინათ. შემდეგი ნაბიჯი იყო ყველა შინაგანი ორგანოს ამოცლა, გულისა და თირკმელების გარდა. მუცლის ღრუში შესაღწევად კი საჭირო იყო სხეულის გაკვეთა, რაც იმ დროს ცოდვად ითვლებოდა. ამ სირთულიდან თავის დასაღწევად, ეგვიპტელი ექიმები, რომლებიც ბალზამირებას აკეთებდნენ, ნიშნავდნენ პიროვნებას, რომელიც გაკვეთას აწარმოებდა. ამის შემდეგ, ის თავისი, ეგრეთ წოდებული, დანაშაულისთვის წყევლასა და ქვებით ჩაქოლვას იმსახურებდა, რასაც გაქცევით აღწევდა თავს.
მას შემდეგ, რაც მუცლის ღრუს გამოაცარიელებდნენ, საგულდაგულოდ რეცხავდნენ. ისტორიკოსი ჰეროდოტე წერს: „მუცლის ღრუს ავსებდნენ წმინდად დაფხვნილი სურნელოვანი სმირნით, კასიითა და გუნდრუკის გარდა სხვადასხვა სახის ნელსაცხებლებით, რის შემდეგაც მუცელს კერავდნენ“.
სხეულის გაუწყლოებისთვის, მას 70 დღის განმავლობაში ნატრიუმის კარბონატში აჩერებდნენ. შემდგომ, გვამს ბანდნენ და ოსტატურად ახვევდნენ ქსოვილში, რომელიც ფისით ან სხვა წებოვანი ნივთიერებით იყო დაფარული. მუმიას ათავსებდნენ ადამიანის ფორმის ლამაზად მორთულ ხის ყუთში.
-