საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ალექსანდრიის ბიბლიოთეკა კვლავ არსებობს
    გამოიღვიძეთ! — 2005 | იანვარი 8
    • ალექსანდრიის ბიბლიოთეკა კვლავ არსებობს

      ის თავის დროზე ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი წიგნსაცავი იყო. მისი ადგილსამყოფელი, ალექსანდრია (ეგვიპტე), მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილ მოაზროვნეთათვის მნიშვნელოვან ცენტრად ითვლებოდა. როდესაც ის გაუჩინარდა — თუმცა ზუსტად არავინ იცის, როგორ მოხდა ეს — მასთან ერთად სამუდამო დავიწყებას მიეცა ფასდაუდებელი ნაშრომებიც, რამაც არაკეთილსასურველი გავლენა იქონია საგანმანათლებლო სფეროზე.

  • ალექსანდრიის ბიბლიოთეკა კვლავ არსებობს
    გამოიღვიძეთ! — 2005 | იანვარი 8
    • ისტორიის ნაკვალევზე

      ძველ დროში ქალაქი ალექსანდრია ცნობილი იყო ბრწყინვალე ნაგებობებით, რომლებიც დღეს უკვე აღარ არსებობს. ერთ–ერთი მაგალითია გასაოცარი და შთამბეჭდავი ფაროსის შუქურა, რომელიც, როგორც ამბობენ, სიმაღლეში 110 მეტრზე მეტს აღწევდა და ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ–ერთ საოცრებად ითვლებოდა. კიდევ ერთი მაგალითია ალექსანდრე მაკედონელის საფლავი. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეში პტოლემეების ბერძნულმა დინასტიამ დაიწყო მმართველობა. ისინი ქვეყანას მანამდე განაგებდნენ, სანამ ოქტავიანემ ძვ. წ. 30 წელს არ დაამარცხა დედოფალი კლეოპატრა და ანტონიუსი. პტოლემეების დინასტიის მმართველობის ხანაში ალექსანდრია სასწაულებრივად შეიცვალა. ეს ქალაქი „ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კულტურული და სავაჭრო ცენტრი გახდა“, — აღნიშნულია ნაშრომში „ბერძნული სამყაროს ატლასი“. თავისი დიდების მწვერვალზე ყოფნისას ქალაქის მოსახლეობამ დაახლოებით 600 000–ს მიაღწია.

      ქალაქი ალექსანდრია განსაკუთრებით თავისი სამეფო ბიბლიოთეკით იყო სახელგანთქმული. ეს წიგნსაცავი ძვ. წ. III საუკუნის დამდეგს დაარსდა. მის გამდიდრებას ყოველნაირად უწყობდა ხელს პტოლემეების დინასტია. ეს ბიბლიოთეკა მის გვერდით მდებარე მუსეიონთან (მუზების ტაძარი) ერთად ელინისტური ეპოქის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად იქცა.

      როგორც ვარაუდობენ, ბიბლიოთეკაში პაპირუსისგან დამზადებული 700 000 გრაგნილი ინახებოდა. შედარებისთვის: XIV საუკუნეში პარიზში არსებულ სორბონის ბიბლიოთეკაში — რომლითაც ფრანგები ამაყობდნენ, რომ იმ დროისთვის აქ ყველაზე დიდი კოლექცია ინახებოდა — მხოლოდ 1 700 წიგნი იყო. ეგვიპტის მმართველები იმდენად იყვნენ დაინტერესებულები ბიბლიოთეკის გამდიდრებით, რომ მათი ბრძანებით ნავსადგურში შემავალ ყველა გემზე ჯარისკაცები ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერებს ეძებდნენ. თუ ისინი რამეს აღმოაჩენდნენ, ორიგინალებს ინახავდნენ და უკან ასლებს აბრუნებდნენ. ზოგი წყაროს თანახმად, როდესაც ათენმა პტოლემე III–ს სესხად მისცა ბერძნული კლასიკური ნაწარმოებების ეგზემპლარები, ეს უკანასკნელი დაჰპირდა, რომ სანაცვლოდ გირაოს მისცემდა და ორიგინალების ასლებს გააკეთებდა. მაგრამ პტოლემემ თავისთვის შეინახა ორიგინალები, უარი თქვა გირაოს მიცემაზე და უკან ასლები გაგზავნა.

      ალექსანდრიის ბიბლიოთეკასა და მუსეიონში ბევრი ისეთი გამოჩენილი მოაზროვნე მოღვაწეობდა, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. დღემდე ცნობილია ალექსანდრიაში მოღვაწე სწავლულების მიერ შექმნილი ბრწყინვალე ნაშრომები გეომეტრიის, ტრიგონომეტრიის, ასტრონომიისა და მედიცინის დარგში, აგრეთვე ენასა და ლიტერატურაში. გადმოცემის თანახმად, სწორედ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში თარგმნა 72–მა იუდეველმა სწავლულმა ებრაული წერილები ბერძნულ ენაზე; ეს თარგმანი „სეპტუაგინტად“ გახდა ცნობილი.

      ბიბლიოთეკის გაუჩინარება

      პარადოქსია, მაგრამ იმდროინდელ მემატიანეებს საჭიროდ არ მიაჩნდათ ალექსანდრიის საზოგადოებრივი შენობების დეტალურად აღწერა. მსგავს თვალსაზრისს ირეკლავს III საუკუნის ისტორიკოსის, ათენიესის, განაცხადიც: „რა საჭიროა ბიბლიოთეკების, უამრავი წიგნისა და მუზების ტაძარში არსებული კოლექციების შესახებ ლაპარაკი, ეს ყველაფერი ხომ ისედაც კარგად იცის ხალხმა?!“ ასეთი კომენტარები იმედს უცრუებენ თანამედროვე სწავლულებს, რომლებსაც ძალიან სურთ, უფრო მეტი იცოდნენ ამ საინტერესო და უძველესი ბიბლიოთეკის შესახებ.

      ახ. წ. 640 წლისთვის, როდესაც არაბებმა ეგვიპტე დაიპყრეს, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა შესაძლოა უკვე აღარ არსებობდა. სწავლულები დღემდე მსჯელობენ იმის თაობაზე, თუ როგორ და როდის გაუჩინარდა ის. ზოგის აზრით, ბიბლიოთეკაში არსებული ბევრი ხელნაწერი შესაძლოა მაშინ განადგურდა, როდესაც ძვ. წ. 47 წელს იულიუს კეისარმა ქალაქის ნაწილი გადაწვა. რაც უნდა იყოს მიზეზი, ბიბლიოთეკის გაუჩინარება ცოდნის უდიდესი საუნჯის დაკარგვას ნიშნავდა. სამუდამოდ გაქრა ბერძენი დრამატურგების ასობით ნამუშევარი, აგრეთვე ბერძნული ისტორიოგრაფიის პირველ ხუთას წელთან დაკავშირებული ნაშრომები. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ ჰეროდოტეს, თუკიდიდესა და ქსენოფონტის ზოგი ნაშრომია.

      ქალაქი ალექსანდრია III—VI საუკუნეებში დიდი მღელვარების ადგილად იყო ქცეული. წარმართები, იუდეველები და ეგრეთ წოდებული ქრისტიანები გამუდმებით ექიშპებოდნენ ერთმანეთს და საიდუმლოებებთან დაკავშირებული სწავლებების გარშემო კამათობდნენ. ხშირად თავად ეკლესიის წარმომადგენლებიც კი აქეზებდნენ დაპირისპირებულ მხარეებს, რომ გაეძარცვათ წარმართთა ტაძრები. ამ დროს უამრავი ძველი ხელნაწერი განადგურდა.

  • ალექსანდრიის ბიბლიოთეკა კვლავ არსებობს
    გამოიღვიძეთ! — 2005 | იანვარი 8
    • კალიმაქე: ძვ. წ. III საუკუნეში მოღვაწე პოეტი და მთავარი ბიბლიოთეკარი. მან შეადგინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პირველი ინდექსი, რომელიც ბერძნული კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების კანონად ითვლებოდა.

  • ალექსანდრიის ბიბლიოთეკა კვლავ არსებობს
    გამოიღვიძეთ! — 2005 | იანვარი 8
    • ერატოსთენე: ძვ. წ. III საუკუნეში მოღვაწე ენციკლოპედისტი და ალექსანდრიის წიგნსაცავის ერთ–ერთი პირველი ბიბლიოთეკარი. მან საკმაო სიზუსტით გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება