-
თავმდაბლად დაემორჩილეთ მოსიყვარულე მწყემსებსსაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
-
-
13. ვის წინაშე და რატომ არიან ანგარიშვალდებულნი უხუცესები და კრების სხვა წევრები?
13 მესამე მიზეზი, რომლის გამოც მზადყოფნით უნდა ვითანამშრომლოთ ზედამხედველებთან, არის ის, რომ ისინი ფხიზლობენ ჩვენზე „როგორც ანგარიშვალდებულნი“. უხუცესებს ახსოვთ, რომ მათ ზედამხედველობას უწევენ ზეციერი მწყემსები, იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე (ეზეკიელი 34:22—24). ცხვარი ეკუთვნის იეჰოვას, რომელმაც ის „საკუთარი ძის სისხლით შეიძინა“, ამიტომ დანიშნული ზედამხედველები ანგარიშვალდებულნი არიან იეჰოვას წინაშე, რომ სათუთად მოექცნენ ცხვარს (საქმეები 20:28, 29). აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას პასუხი მოგვეთხოვება იმაზე, თუ როგორ ვეხმაურებით იეჰოვას ხელმძღვანელობას (რომაელები 14:10—12). როდესაც ვემორჩილებით უხუცესებს, ამით ცხადვყოფთ, რომ კრების თავს, ქრისტეს ვემორჩილებით (კოლოსელები 2:19).
-
-
თავმდაბლად დაემორჩილეთ მოსიყვარულე მწყემსებსსაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
-
-
16. თუ უხუცესი ისე არ იქცევა, როგორც მოეთხოვება, რატომ არ ამართლებს ეს დაუმორჩილებლობას ჩვენი მხრიდან?
16 ზოგჯერ უხუცესი შეიძლება ზუსტად არ მიჰყვებოდეს ერთგული მონისა და ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს. თუ განაგრძობს ასე მოქმედებას, ის პასუხს აგებს იეჰოვას, ჩვენი „სულების მწყემსისა და ზედამხედველის“ წინაშე (1 პეტრე 2:25). მაგრამ, რა შეცდომასაც არ უნდა უშვებდეს რომელიმე უხუცესი, ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დაუმორჩილებლობა გამოვავლინოთ. იეჰოვა არ აკურთხებს ურჩებს (რიცხვები 12:1, 2, 9—11).
-