საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დავაფასოთ „ძღვენი ადამიანების სახით“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 ივნისი
    • ‘თქვენი თანაშემწენი ვართ’

      4, 5. ა) რას ადარებს პავლე კრებას და რატომ არის ეს შესაფერისი თვალსაჩინო მაგალითი? ბ) რას გვიჩვენებს პავლეს მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე?

      4 კრებაში „ძღვენი ადამიანების სახით“ იეჰოვამ გარკვეული უფლებამოსილებით აღჭურვა. რა თქმა უნდა, უხუცესებს არ სურთ, ბოროტად გამოიყენონ ეს, მაგრამ მათ იციან, რომ არასრულყოფილ ადამიანს არ გაუჭირდება ამის გაკეთება. ამიტომ როგორ დამოკიდებულებაში უნდა იყვნენ ისინი სამწყსოს დანარჩენ წევრებთან? ყურადღება მიაქციეთ მოციქულ პავლეს მიერ მოყვანილ თვალსაჩინო მაგალითს. იმის განხილვის შემდეგ, რისთვის არის ბოძებული „ძღვენი ადამიანების სახით“, პავლემ დაწერა: „სიყვარულით . . . ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი — ქრისტე. ვის მიერაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად“ (ეფესელთა 4:15, 16). ამგვარად, კრებას — როგორც უხუცესებს, ისე დანარჩენ წევრებს — პავლე ადამიანის სხეულს ადარებს. რატომ არის ეს თვალსაჩინო მაგალითი შესაფერისი?

      5 ადამიანის სხეულს, რომელიც ბევრი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, მხოლოდ ერთი თავი აქვს. მას არაფერი აქვს ზედმეტი — იქნება ეს კუნთი, ნერვი თუ ვენა. თითოეული ძვირფასია და გარკვეული წვლილი შეაქვს მთელი სხეულის ჯანმრთელობასა და სილამაზეში. მსგავსად ამისა, კრებაც მრავალი სხვადასხვა წევრისგან შედგება, მაგრამ თითოეულს — ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს, ღონიერსა თუ სუსტს — შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა კრების საერთო სულიერ ჯანმრთელობასა და სილამაზეში (1 კორინთელთა 12:14-26). არავინ უნდა იფიქროს, რომ არაფერს წარმოადგენს, მეორე მხრივ, არც ის, რომ რაიმეთი ვინმეზე მეტია, რადგან ყველა — როგორც მწყემსები, ისე სამწყსო — სხეულის ნაწილს წარმოვადგენთ და მხოლოდ ერთი თავი გვყავს — ქრისტე. ამგვარად, პავლე წარმოგვიდგენს შესანიშნავ სურათს, რომელზეც ასახულია სიყვარული, მზრუნველობა და პატივისცემა, რასაც ერთმანეთის მიმართ უნდა ვავლენდეთ. ამის დანახვა უხუცესებს ეხმარება, თავმდაბლად და გაწონასწორებულად უყურონ თავიანთ როლს კრებაში.

      6. როგორ გამოავლინა პავლემ თავმდაბლობა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოციქულს, გარკვეული უფლებამოსილება ჰქონდა?

      6 ეს „ძღვენი ადამიანების სახით“ არ ცდილობს, იუფლოს თანამორწმუნეების ცხოვრებასა და რწმენაზე. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოციქულს, გარკვეული უფლებამოსილება ჰქონდა, პავლემ კორინთელებს თავმბდაბლურად უთხრა: „არა იმიტომ, რომ თქვენს რწმენაზე ვუფლობთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი სიხარულის თანაშემწენი ვართ: რადგანაც რწმენითა დგახართ“ (2 კორინთელთა 1:24, სსგ). პავლეს არ სურდა ეუფლა ძმების რწმენასა და ცხოვრებაზე. ის ამის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან, როგორც გამოხატა, დარწმუნებული იყო, რომ ეს კაცები და ქალები ერთგულები იყვნენ, ვინაიდან იმიტომ გახდნენ იეჰოვას ორგანიზაციის წევრები, რომ უნდოდათ ეკეთებინათ ის, რაც სწორია. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავსა და თანამგზავრ ტიმოთეზე ლაპარაკისას პავლე, ფაქტობრივად, ამბობდა: ‘ჩვენი საქმე თქვენთან თანამშრომლობაა, რომ სიხარულით ვემსახუროთ ღმერთს’ (2 კორინთელთა 1:1). როგორი თავმდაბლობის მაჩვენებელია ეს!

      7. როგორ ესმით თავიანთი როლი თავმდაბალ უხუცესებს კრებაში და რაში არიან ისინი დარწმუნებული თანამშრომლებთან დაკავშირებით?

      7 „ძღვენს ადამიანების სახით“ დღეს იგივე საქმე აქვს. ისინი ‘ჩვენი სიხარულის თანაშემწენი’ არიან. თავმდაბალ უხუცესებს ესმით, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის, ვის რამდენის კეთება შეუძლია ღვთისადმი მსახურებაში. მათ იციან, რომ, თუმცა შეუძლიათ წაახალისონ ვინმე ღვთისადმი მსახურების გაზრდისა თუ გაუმჯობესებისკენ, ეს სურვილი მისი გულიდან უნდა მომდინარეობდეს (შეადარეთ 2 კორინთელთა 9:7). ისინი დარწმუნებული არიან, რომ, თუ მათი თანამშრომლები სიხარულით აღივსებიან, შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებენ. ამგვარად, მათი გულწრფელი სურვილია — დაეხმარონ ძმებს, ‘სიხარულით ემსახურონ უფალს’ (ფსალმუნი 99:2, კს).

  • დავაფასოთ „ძღვენი ადამიანების სახით“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 ივნისი
    • 9. სხვა უხუცესებზე როგორი შეხედულება დაეხმარება თითოეულ უხუცესს სიხარულით მსახურებაში?

      9 თუ საკუთარ თავს თავმდაბლურად შეხედავთ, როგორც „თანაშემწეს“, ეს თქვენვე დაგეხმარებათ, სიხარულით იმსახუროთ და დააფასოთ სხვა უხუცესები, როგორც უნიკალური ძღვენი. თითოეულ უხუცესს თავისებური ნიჭი და უნარი აქვს, რის გამოყენებაც კრების სასარგებლოდ შეუძლია (1 პეტრე 4:10). ერთს შეიძლება სწავლების ნიჭი ჰქონდეს, სხვა წარმატებული ორგანიზატორი იყოს, კიდევ სხვასთან შეიძლება განსაკუთრებით ადვილი იყოს ურთიერთობის დამყარება, რადგან გულთბილი და თანამგრძნობია. ფაქტია, ყველაფრის ნიჭი არც ერთ უხუცესს არ ექნება. მაგრამ, რა ნიჭიც უნდა ჰქონდეს უხუცესს, — ვთქვათ, სწავლებისა — აყენებს ეს მას სხვა უხუცესზე მაღლა? არავითარ შემთხვევაში! (1 კორინთელთა 4:7). მეორე მხრივ, არ უნდა შეგვშურდეს, რომ სხვას რაიმეს ნიჭი აქვს; ამასთანავე, როცა რომელიმე უხუცესს აქებენ მისი უნარის გამო, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ არ შევესაბამებით მოთხოვნებს. გახსოვდეთ, რომ თქვენც გაქვთ ნიჭები, რომლებსაც იეჰოვა ხედავს თქვენში. და მას შეუძლია დაგეხმაროთ ამ ნიჭების განვითარებასა და ძმების სასარგებლოდ მათ გამოყენებაში (ფილიპელთა 4:13, აფ).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება