საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • აძლევთ დიდებულ მეთუნეს თქვენი გამოძერწვის საშუალებას?
    საგუშაგო კოშკი — 2016 | ივნისი
    • განვიხილოთ ერთი უხუცესის, ჯიმის შემთხვევა. კრებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საკითხზე მას სხვა უხუცესებისგან განსხვავებული აზრი ჰქონდა. ჯიმი იხსენებს: „ძმებს ვუთხარი, რომ სიყვარულით არ იქცეოდნენ და წამოვედი“. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ის მეზობელ კრებაში გადავიდა, თუმცა იქ უხუცესად არ დანიშნულა. ის ამბობს: „სასოწარკვეთილი ვიყავი. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულმა ჭეშმარიტებაც კი დავტოვე“. ათი წლის მანძილზე ის არააქტიური იყო. ჯიმი აღიარებს: „თავმოყვარეობაშელახული მომხდარში იეჰოვას ვადანაშაულებდი. წლების მანძილზე ძმები ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ მე უარს ვამბობდი“.

      5 ჯიმის მაგალითიდან ჩანს, რომ სიამაყის გამო შეიძლება საკუთარი საქციელის გამართლება დავიწყოთ, რაც ძნელად დასამუშავებელ თიხად გვაქცევდა (იერ. 17:9). ჯიმი ამბობს: „სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ისინი ტყუოდნენ“. თქვენც ხომ არ გატკინათ გული თანაქრისტიანმა ან პასუხისმგებლობის დაკარგვამ? როგორი იყო თქვენი რეაქცია? იჩინა თავი სიამაყემ, თუ მხოლოდ იმაზე ფიქრობდით, როგორ შეგენარჩუნებინათ მშვიდობა ძმასთან და იეჰოვას ერთგული დარჩენილიყავით? (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:165; კოლოსელების 3:13).

  • აძლევთ დიდებულ მეთუნეს თქვენი გამოძერწვის საშუალებას?
    საგუშაგო კოშკი — 2016 | ივნისი
    • ზემოთ მოხსენიებულმა ჯიმმა შეიცვალა დამოკიდებულება, როცა ერთი უხუცესი გულწრფელად დაინტერესდა მისით. ის ამბობს: „მას არც ერთხელ არ დავუდანაშაულებივარ და არ გავუკრიტიკებივარ. ის დადებითად იყო განწყობილი და მზად იყო დასახმარებლად“. დაახლოებით სამი თვის შემდეგ უხუცესმა ჯიმი კრებაზე დაპატიჟა. ჯიმი იხსენებს: «კრება თბილად შემხვდა. სწორედ მათი სიყვარული აღმოჩნდა გადამწყვეტი. მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მთავარი არ იყო. ძმებისა და ჩემი ძვირფასი მეუღლის დახმარებით, რომელსაც სულიერი წონასწორობა არ დაუკარგავს, სულიერად მოვძლიერდი. ძალიან გამამხნევა 1992 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილმა სტატიებმა: „ნუ დაადანაშაულებთ იეჰოვას!“ და „ერთგულად ემსახურეთ იეჰოვას“».

      12 დროთა განმავლობაში ჯიმმა კვლავ დაიწყო უხუცესად მსახურება. ის ბევრს დაეხმარა მსგავს სირთულეებთან გამკლავებასა და სულიერი ძალების აღდგენაში. ის ამბობს: „მეგონა, რომ იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობას ვერაფერი ავნებდა, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა! ვნანობ, რომ სიამაყემ დამაბრმავა და უფრო მნიშვნელოვანის ნაცვლად სხვების შეცდომებზე გავამახვილე ყურადღება“ (1 კორ. 10:12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება