საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ითხოვს ღმერთი ჩვენგან ცოდვების აღიარებას?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 სექტემბერი
    • გაიხსენეთ მოწაფე იაკობის სიტყვები, რომლებიც ზემოთ უკვე მოვიხსენიეთ: „გულახდილად აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ“. შემდეგ დასძინა: „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს, რადგან სრულდება“ (იაკობი 5:16). მართალ კაცში იაკობის მიერ მე-14 მუხლში მოხსენიებული კრების უხუცესი შეიძლება იგულისხმებოდეს. ქრისტიანულ კრებაში არიან უხუცესები, ანუ სულიერად მოწიფული მამაკაცები, რომელთა მოვალეობაში მათი დახმარებაც შედის, ვინც ღმერთს პატიებას სთხოვს. უხუცესების მოვალეობაში ცოდვების მიტევება არ შედის, რადგან არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვები მიუტევოს ვინმეს.a მაგრამ ისინი სულიერად მოწიფულები არიან და შეუძლიათ შეაგონონ სერიოზული ცოდვის ჩამდენი და გამოსწორებაში დაეხმარონ მას. ისინი ეხმარებიან მას, რომ დაინახოს ცოდვის სიმძიმე და მონანიების აუცილებლობა (გალატელები 6:1).

  • ითხოვს ღმერთი ჩვენგან ცოდვების აღიარებას?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 სექტემბერი
    • მოდით, ისევ იაკობის წიგნში ჩაწერილი გამამხნევებელი სიტყვები შევიხსენოთ: „[სულიერად] ავად არის რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით. რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკობი 5:14, 15).

      ამ შემთხვევაშიც უხუცესებს ევალებათ სამწყსოზე ზრუნვა. მაგრამ როგორ? მხოლოდ შემცოდველის აღიარების მოსმენა არ არის საკმარისი, რადგან საქმე სულიერ სისუსტეს ეხება. დასუსტებულის გამოსაჯანმრთელებლად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. იაკობი კიდევ ორ რამეს მოიხსენიებს, რისი გაკეთებაც უხუცესებს მართებთ.

      ზეთის ცხება არის ერთ-ერთი, რასაც იაკობი მოიხსენიებს. ამაში ღვთის სიტყვის განმკურნავი ძალა იგულისხმება. მოციქული პავლე წერდა, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი . . . და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“, ანუ ღრმად აღწევს გულსა და გონებაში (ებრაელები 4:12). ბიბლიის დახმარებით უხუცესებს შეუძლიათ სულიერად დასუსტებულს დაანახვონ მისი პრობლემის მიზეზი და ის საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ის შეძლებს ღმერთთან ურთიერთობის აღდგენას.

      კიდევ ერთი საშუალება „რწმენით წარმოთქმული ლოცვაა“. მართალია უხუცესების ლოცვებით ღმერთი არ წყვეტს, როგორ აღასრულებს სამართალს, მაგრამ ეს ლოცვები ბევრს ნიშნავს ღვთისთვის, რომელიც მზად არის ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე გვაპატიოს ცოდვები (1 იოანე 2:2). ღმერთი აუცილებლად დაეხმარება შემცოდველს, რომელიც გულწრფელად ინანიებს დანაშაულს და „მონანიების დამამტკიცებელ საქმეებს“ აკეთებს (საქმეები 26:20).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება