-
გააძლიერეთ ერთმანეთისაგუშაგო კოშკი — 2004 | 1 მაისი
-
-
გარდა ამისა, თავმდაბლები უნდა ვიყოთ, რათა ვაღიაროთ, რომ გაჭირვების დროს ჩვენც ვსაჭიროებთ დახმარებას. პავლემ არა მარტო აღიარა, რომ დახმარება სჭირდებოდა, არამედ სიამოვნებით მიიღო იგი და შეაქო ის ადამიანები, რომლებმაც დახმარების ხელი გაუწოდეს. მისთვის სხვისგან დახმარების მიღება სისუსტე ან დამცირების ნიშანი არ ყოფილა და ჩვენც ასევე უნდა ვიყოთ. თუ ვიტყვით, რომ დახმარება არასდროს დაგვჭირდება, ეს იმის თქმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ზეადამიანები ვართ. გაიხსენეთ იესოს მაგალითი, საიდანაც ჩანს, რომ სრულყოფილ ადამიანსაც უწევდა ზოგჯერ დახმარების თხოვნა (ებრაელთა 5:7).
9, 10. რა დადებითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ადამიანის მიერ იმის აღიარებას, რომ დახმარება და გაძლიერება სჭირდება, და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ოჯახისა და კრების წევრებზე?
9 კარგია, როდესაც პასუხისმგებელი ძმები აღიარებენ, რომ მათი შესაძლებლობებიც შეზღუდულია და სხვების მხარში ამოდგომა სჭირდებათ (იაკობი 3:2). ასეთი აღიარება განამტკიცებს ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილთა და მათდამი დაქვემდებარებულთა შორის კვანძებს. ამის შედეგად მათ შორის თბილი და გულითადი დამოკიდებულების ატმოსფერო იქმნება. როდესაც ადამიანი სხვებისგან დახმარებას იღებს და, ამგვარად, თავმდაბლობას ავლენს, მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა ადამიანებს მაგალითს აძლევს. როდესაც ისინი, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრიათ, ასეთი სახით მოქმედებენ, აჩვენებენ, რომ თვითონაც ადამიანები არიან და მათთან მისვლა ყოველთვის შეიძლება (ეკლესიასტე 7:20).
-
-
გააძლიერეთ ერთმანეთისაგუშაგო კოშკი — 2004 | 1 მაისი
-
-
მსგავსად ამისა, კრების წევრებისთვისაც უფრო ადვილია უხუცესებისგან დახმარების მიღება, როდესაც იციან, რომ მათაც უწევთ პრობლემებთან თუ შიშთან გამკლავება და დროდადრო ისინიც არიან საგონებელში (რომაელთა 12:3; 1 პეტრე 5:3). ამგვარად მოქმედებას ქრისტიანულ კრებაშიც კარგი ურთიერთობის დამყარება, ბიბლიური რჩევის გაზიარება და რწმენის განმტკიცება მოჰყვება. გახსოვდეთ, დღეს ჩვენს და-ძმებს გაძლიერება ისე სჭირდებათ, როგორც არასოდეს (2 ტიმოთე 3:1).
-