-
ევროპის ბინადარი გიგანტებიგამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
-
-
ევროპის ბინადარი გიგანტები
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან
ათას ცხრაას ოცდათორმეტ წელს, როცა რომის კოლიზეუმთან ახლოს გზა გაჰყავდათ, ბრიგადის ერთ-ერთ წევრს სამუშაო იარაღი მაგარ საგანზე მოუხვდა, რომელიც სპილო Elaphas antiquus-ის ეშვი და თავის ქალა აღმოჩნდა. ეს ერთადერთი აღმოჩენა არ ყოფილა. წლების განმავლობაში სპილოს დაახლოებით 140 ფოსილური ნარჩენი აღმოაჩინეს რომის შემოგარენში. პირველი მათგანი მე-17 საუკუნეში იპოვეს.
-
-
ევროპის ბინადარი გიგანტებიგამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
-
-
იტალიაში აღმოჩენილ ნამარხებში არ არის იმ სპილოს ჯიშები, რომლებიც დღეს არის გავრცელებული. ამ ნამარხებში ძირითადად ვხვდებით Elephas antiquus ჯიშის ანუ უძველესი ჯიშის სპილოებს (იხილეთ გვერდი 15). ასეთ სპილოებს თითქმის სწორი ეშვები ჰქონდათ და სიმაღლეში (ფეხიდან მხრებამდე) 5 მეტრს აღწევდნენ. ისინი ორი მეტრით აღემატებოდნენ ჩვეულებრივ სპილოებს.
ძირითადად, სად ბინადრობდნენ ეს გიგანტები? ნამარხები იმაზე მეტყველებს, რომ მონათესავე მამონტების მსგავსად, მათი არეალი მთელ ევროპას მოიცავდა, მათ შორის ინგლისს.
-