-
იეჰოვა აერთიანებს თავისი ოჯახის წევრებსსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
როგორ განაგებს ღმერთი ყველაფერს?
3. რა იგულისხმება ეფესოელების 1:10-ში მოხსენიებულ სიტყვაში „განეგო“ და როდის დაიწყო ღმერთმა „ყველაფრის თავის მოყრა“?
3 იეჰოვას მოქმედებები და განზრახვა ერთმანეთთან თანხმობაშია. „დანიშნული დროების გასრულებიდან“ ღმერთმა გადაწყვიტა, „განეგო“ ანუ თავი მოეყარა ყველა მისი გონიერი ქმნილებისთვის (წაიკითხეთ ეფესოელების 1:8—10). ქმნილებების თავის მოყრა ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე ღმერთმა ზეციური ცხოვრებისთვის მოამზადა ცხებულები, რომელთა სულიერი მეთაური და მმართველი იესო ქრისტეა. ეს დაიწყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა იეჰოვა ქრისტეს თანამეფეების შეკრებას შეუდგა (საქ. 2:1—4). ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე ღმერთმა ცხებულები მართლებად აღიარა და ამიტომ მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ „ღვთის შვილები“ არიან (რომ. 3:23, 24; 5:1; 8:15—17).
4, 5. რა არის ქმნილებების ერთად თავმოყრის მეორე ეტაპი?
4 მეორე ეტაპი არის მათი მომზადება, რომლებიც ქრისტეს მესიანური სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ. ამ ჯგუფის ძირითად ნაწილს „უამრავი ხალხი“ შეადგენს (გამოცხ. 7:9, 13—17; 21:1—5). ათასწლიანი მმართველობის დროს მათ მილიარდობით მკვდრეთით აღდგენილი შეუერთდება (გამოცხ. 20:12, 13). წარმოიდგინეთ, იმ დროს რამდენად მეტი შესაძლებლობა ექნება ღვთის ხალხს იმის საჩვენებლად, რომ მათ შორის ერთიანობა სუფევს. ათასი წლის ბოლოს „ყველაფერი, რაც დედამიწაზეა“, საბოლოოდ გამოიცდება. ვინც ერთგული დარჩება, ღმერთი თავის მიწიერ შვილებად მიიღებს (რომ. 8:21; გამოცხ. 20:7, 8).
5 დღეს ღმერთი თავს უყრის ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა.
-
-
იეჰოვა აერთიანებს თავისი ოჯახის წევრებსსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
12. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დაგვეხმარონ ერთიანობის შენარჩუნებაში?
12 „ძღვენი ადამიანთა სახით“ ანუ უხუცესები მართლაც ბევრს აკეთებენ ერთიანობის შესანარჩუნებლად. ისინი გვეხმარებიან, მივაღწიოთ „ერთიანობას რწმენაში“ (ეფეს. 4:8, 13). როცა უხუცესები ჩვენთან ერთად მონაწილეობენ წმინდა მსახურებაში და გვაძლევენ ბიბლიაზე დაფუძნებულ არაორაზროვან მითითებებს, ისინი გვეხმარებიან, არ შევწყვიტოთ ახალ პიროვნებად შემოსვა (ეფეს. 4:22—24). ხედავთ უხუცესების რჩევის მიღმა იეჰოვას მზრუნველობას? ასეთი სახით ღმერთი გვამზადებს, ვიცხოვროთ ახალ ქვეყნიერებაში, რომლის მეფეც მისი ძე იქნება. უხუცესებო, ცდილობთ სხვების გამოსწორებას მათი დახმარების მიზნით? (გალ. 6:1).
-
-
იეჰოვა აერთიანებს თავისი ოჯახის წევრებსსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
ქმარი ვალდებულია, იზრუნოს ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე. ასეთი ქმედება სრულ თანხმობაშია იეჰოვას განზრახვასთან, კვლავ თავი მოუყაროს ყველაფერს ქრისტეში.
-
-
იეჰოვა აერთიანებს თავისი ოჯახის წევრებსსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
ბავშვები ხომ უპირველესად ოჯახში უნდა სწავლობდნენ სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენას?! თუ მშობლები ამას ასწავლიან თავიანთ შვილებს, ამით მხარს უჭერენ იეჰოვას განზრახვას, განაგოს ანუ თავი მოუყაროს ყველაფერს. თუ ჩვენს ოჯახში სიყვარული სუფევს და ადგილი არ აქვს გაბრაზებას, რისხვასა და შეურაცხმყოფელ საუბარს, შევძლებთ ვასწავლოთ შვილებს, როგორ გამოავლინონ სიყვარული და პატივისცემა. ეს მათ მოამზადებს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად.
-