საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიხარული ჰპოვეთ იეჰოვაში
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 დეკემბერი
    • „ნუ გშურს“

      3, 4. ფსალმუნების 36:1-ის თანახმად, რას გვირჩევს დავითი და რატომ არის დროული ამ რჩევის გათვალისწინება დღეს?

      3 ჩვენ ვცხოვრობთ ‘საზარელ ჟამში’ — პერიოდში, როცა ბოროტება უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს. საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ სრულდება პავლე მოციქულის სიტყვები: „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან“ (2 ტიმოთე 3:1, 13). რა ადვილად შეიძლება დაგვწყვიტოს გული ბოროტი ადამიანების მოჩვენებითმა წარმატებამ და კეთილდღეობამ! ამან შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს და ხელი შეგვიშალოს იმაში, რომ სულიერზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ყურადღება მიაქციეთ, რა გაფრთხილება გვეძლევა ამის თაობაზე 36-ე ფსალმუნის პირველ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით: „ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის“.

      4 მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ყოველდღიურად გადმოიცემა ცნობები არაერთი უსამართლო ქმედების შესახებ: უპატიოსნო ბიზნესმენები თაღლითობენ, მაგრამ თავიანთ მოქმედებაზე პასუხს არ აგებენ; დამნაშავეები დაუცველი ადამიანების ხარჯზე მდიდრდებიან; ხშირად მკვლელებს ვერ პოულობენ ან დაუსჯელად ტოვებენ. მსგავსმა უსამართლობამ შეიძლება განგვარისხოს და შინაგანი სიმშვიდე დაგვაკარგვინოს. ბოროტი ადამიანების მოჩვენებითი წარმატების შემყურეებს, შეიძლება შურის გრძნობაც კი გაგვიჩნდეს. მაგრამ გამოსწორდება სიტუაცია, თუ აღვშფოთდებით? კიდევაც რომ შეგვშურდეს მათი მოჩვენებითი კეთილდღეობისა, განა ამით შეიცვლება მათი ხვედრი? არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ‘შეხარბების’ არანაირი მიზეზი არა გვაქვს. რატომ?

  • სიხარული ჰპოვეთ იეჰოვაში
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 დეკემბერი
    • 6. რისი სწავლა შეგვიძლია ფსალმუნების 36:1, 2-დან?

      6 აქედან გამომდინარე, განა უნდა დაგვირღვიოს სიმშვიდე ბოროტთა წარმავალმა კეთილდღეობამ? ფსალმუნების 36-ე თავის პირველი ორი მუხლიდან მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: არ დაუშვა, რომ ბოროტთა წარმატებამ აგაცდინოს შენ მიერ არჩეულ გზას — იეჰოვასადმი მსახურებას. ნაცვლად ამისა, კონცენტრირება მოახდინე სულიერ კურთხევებსა და მიზნებზე (იგავები 23:17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება