საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 4/15 გვ. 31
  • „ბობოქარ ზღვაში გასვლა“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ბობოქარ ზღვაში გასვლა“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 4/15 გვ. 31

„ბობოქარ ზღვაში გასვლა“

თქვენი აზრით, ასეთი რისკი უდროო, უგუნური და დამღუპველი ხომ არ არის? გადატანითი მნიშვნელობით, ზოგი ასეთ სიტუაციაში შეგნებულად იგდებს თავს. როგორ? XVII საუკუნის ინგლისელმა მწერალმა, ტომას ფულერმა, თქვა: „გაშმაგების დროს ნურაფერს მოიმოქმედებ, რადგან ბობოქარ ზღვაში გასვლის ტოლფასია ეს“.

დაუოკებელი რისხვის დროს ნებისმიერ მოქმედებას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს. ამას ადასტურებს ბიბლიაში ჩაწერილი შემთხვევაც. სიმონმა და ლევიმ, პატრიარქი იაკობის შვილებმა, თავიანთი დის, დინას, შეურაცხყოფით გამწარებულებმა, სასტიკად იძიეს შური. მათ ამოჟლიტეს და პირწმინდად გაძარცვეს ხალხი. არ არის გასაკვირი, რომ იაკობმა არ მოიწონა მათი ბოროტი საქმეები და უთხრა: „[თქვენ] დამღუპეთ . . . შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ“ (დაბადება 34:25–30).

ღვთის სიტყვა, ბიბლია, სხვაგვარ მოქმედებას გვირჩევს: „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე“ (ფსალმუნი 36:8). ამ რჩევის თანახმად მოქცევა დიდ ცოდვებს აგვარიდებს თავიდან (ეკლესიასტე 10:4; იხილეთ აგრეთვე იგავნი 22:24, 25).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება