-
ბალზამირება — მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის?საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
-
-
ბალზამირება — მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის?
სიკვდილის პირას მისულმა ერთგულმა პატრიარქმა, იაკობმა, თავისი ბოლო თხოვნა წარმოთქვა: „დამმარხეთ ჩემი მამა-პაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის, მღვიმეში, მახფელას მინდორში რომ არის, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში“ (დაბადება 49:29—31).
იოსებმა პატივი სცა მამის თხოვნას და მის შესასრულებლად ეგვიპტეში იმ დროისთვის გავრცელებული ჩვეულება გამოიყენა. მან უბრძანა «თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ [„დაებალზამებინათ“, აქ] მამამისი». „დაბადების“ 50-ე თავის თანახმად, ექიმებს გვამის დამუშავებისთვის 40 დღე სჭირდებოდათ. ბალზამირებამ საშუალება მისცა ოჯახის წევრებისა და ეგვიპტელთა დიდგვაროვნებისგან შემდგარ დიდ ჯგუფს, დადგომოდნენ 400 კილომეტრიან გზას, რათა იაკობის ნეშტი ხებრონში დაემარხათ (დაბადება 50:1—14).
შესაძლებელია თუ არა, რომ ერთ დღესაც იაკობის ბალზამირებული სხეული აღმოაჩინონ? ეს თითქმის შეუძლებელია. ისრაელის ტერიტორია კარგად ირწყვებოდა, რაც დღეს ხელს უშლის არქეოლოგიურ აღმოჩენებს (გამოსვლა 3:8). ძველებური ლითონისა თუ ქვის ნაკეთობების პოვნა კიდევ შეიძლება, მაგრამ უფრო მალფუჭებადი საგნები — ქსოვილები, ტყავი და ბალზამირებული ნეშტები — ვერ უძლებენ სინესტესა და ჟამთა სვლას.
-
-
ბალზამირება — მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის?საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
-
-
იაკობის რელიგიური მრწამსი განსხვავდებოდა მათი რელიგიისგან, რომლებმაც მის გვამს ბალზამირება გაუკეთეს. მაგრამ საეჭვოა, რომ იოსებს მკურნალებისთვის მოეთხოვა იმ ლოცვებისა და რიტუალების ჩატარება, რომლებსაც იმდროინდელ ეგვიპტეში ბალზამირების პროცესს ურთავდნენ ხოლმე. ორივენი, იაკობიც და იოსებიც, ძლიერი რწმენით გამოირჩეოდნენ (ებრაელთა 11:21, 22). თუმცა, როგორც ჩანს, იეჰოვას არ უბრძანებია ეს, ბიბლია არ განსჯის იაკობის სხეულის შენახვას. იაკობის ბალზამირება არ ნიშნავდა, რომ ეს მისაბაძი მაგალითი იყო ისრაელი ერისთვის ან ქრისტიანული კრებისთვის. სინამდვილეში, ღვთის სიტყვაში ვერ შეხვდებით ვერანაირ განსაკუთრებულ მითითებებს ამასთან დაკავშირებით.
-