-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მექსიკასაგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აპრილი
-
-
ვერონიკა
რა თქმა უნდა, ასეთ ტერიტორიებზე ქადაგება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთია საკუთარი თავის რჩენა. ამ სირთულეს თავი რომ გაართვათ, მზად უნდა იყოთ, მოერგოთ ადგილობრივ პირობებს. აი, რას გვიყვება გამოცდილი პიონერი და, ვერონიკა: „ერთ ტერიტორიაზე, სადაც ვმსახურობდი, ვამზადებდი და იაფად ვყიდდი სწრაფი კვების პროდუქტებს. სხვა ტერიტორიაზე ტანსაცმელს ვყიდდი და თმებს ვჭრიდი. ამჟამად ერთ სახლს ვალაგებ და ვატარებ კურსებს, სადაც ახალბედა მშობლებს ვასწავლი შვილებთან ურთიერთობას“.
-
-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მექსიკასაგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აპრილი
-
-
ესლი
მსგავსადვე, ესლიმაც, რომელიც ახლა 20 წელს გადაცილებული გაუთხოვარი დაა, გადაწყვიტა, დაეწყო ასეთი სახის მსახურება. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ის შეხვდა რამდენიმე გულმოდგინე მაუწყებელს, რომლებიც მსახურობდნენ იქ, სადაც მეტი მქადაგებელი იყო საჭირო. ესლი გვიზიარებს: „ამ და-ძმების ბედნიერი სახეების დანახვამ მეც მომანდომა, მათსავით მეცხოვრა“. ესლის მსგავსად მრავალი და ფიქრობს. ახლა მექსიკაში 680-ზე მეტი გაუთხოვარი და მსახურობს იქ, სადაც მეტი მაუწყებელია საჭირო. რა ბრწყინვალე მაგალითია ეს როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ასაკოვნებისთვის.
აზრით აღსავსე და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება. სკოლის დამთავრებისას ესლის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის გაგრძელება შესთავაზეს. თანატოლები მას ურჩევდნენ, მიეღო ეს შემოთავაზება და ეცხოვრა „ნორმალური ცხოვრებით“ ანუ ესწავლა უნივერსიტეტში, შეექმნა კარიერა, ჰყოლოდა მანქანა და ემოგზაურა. მაგრამ ესლიმ სხვა არჩევანი გააკეთა. ის ამბობს: „ჩემმა ზოგიერთმა ქრისტიანმა მეგობარმა სწორედ ასეთი მიზნები დაისახა და შევამჩნიე, რომ მათთვის სულიერი მიზნები უკვე აღარ იყო უმთავრესი. ასევე ვხედავდი, რომ რაც უფრო ებმებოდნენ ქვეყნიურ საქმეებში, მით უფრო მეტი პრობლემა უჩნდებოდათ და სასოწარკვეთილება ეუფლებოდათ. მე კი მინდოდა, ჩემი ახალგაზრდობა იეჰოვას მსახურებისთვის გამომეყენებინა“.
რაკელი და ფილიპი
სკოლის დასრულების შემდეგ ესლიმ გარკვეული კურსები გაიარა, რათა პიონერადაც ემსახურა და საკუთარ თავზეც ეზრუნა მატერიალურად. ამის შემდეგ ის გადავიდა იქ, სადაც მეტი მაუწყებელი იყო საჭირო. მან ადგილობრივი მოსახლეობის ურთულესი ენების, ოტომისა და ტლაპენკოს, შესწავლაც კი დაიწყო. ახლა, როცა იხსენებს დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურების სამ წელს, ესლი ამბობს: „იქ ქადაგება, სადაც მეტი მაუწყებელია საჭირო, კმაყოფილების მომგვრელია და ცხოვრებას აზრს სძენს. და რაც ყველაზე მთავარია, ასეთმა მსახურებამ უფრო დამაახლოვა იეჰოვასთან“.
-
-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მექსიკასაგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აპრილი
-
-
ვერონიკა გვიზიარებს: „მშობლებთან და დედმამიშვილებთან რომ ვცხოვრობდი, მათ სახლის დალაგებაში ვეხმარებოდი. აგრეთვე ვისწავლე იაფი პროდუქტებით ნოყიერი კერძების მომზადება და თანხის დაზოგვა“.
-