-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ტაივანისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ოქტომბერი
-
-
ლაურა
ერთი კანადელი დაუქორწინებელი და, სახელად ლაურა, დღეს დასავლეთ ტაივანში პიონერად მსახურობს. თუმცა დაახლოებით ათი წლის წინ მას ქადაგება დიდად არ ეხალისებოდა. ის ასეთ რამეს გვეუბნება: „ქადაგება არ მსიამოვნებდა, რადგან იშვიათად ვქადაგებდი“. ერთ დღესაც ლაურას მეგობრებმა შესთავაზეს, რომ ერთი თვით მათთან ერთად წასულიყო მექსიკაში და ექადაგა. ის იხსენებს: „ცხოვრებაში პირველად ვიქადაგე ამდენი და ჩემდა გასაოცრად, ამან უზომო კმაყოფილება მომგვარა“.
მექსიკაში წასვლა ლაურასთვის ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ის კანადაში უცხოენოვან კრებაში გადასულიყო. მან ჩინური ენის შესწავლა დაიწყო; ქადაგებდა ჩინურენოვან ჯგუფთან ერთად და მიზნად დაისახა, რომ ტაივანში გადასულიყო. მან ეს მიზანი 2008 წლის სექტემბერში განახორციელა. „დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ თავისუფლად მეგრძნო თავი ახალ გარემოში, — გვიამბობს ლაურა. — მაგრამ დღეს ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა დავბრუნდე კანადაში“. ალბათ გაინტერესებთ, ახლა რას ფიქრობს ლაურა სამქადაგებლო საქმეზე. აი, ნახეთ, რას ამბობს იგი: „ქადაგება ერთი სიამოვნებაა! იმის ხილვას არაფერი სჯობს, როცა ბიბლიის შემსწავლელები იეჰოვას გაცნობის შემდეგ იცვლებიან. ტაივანში მსახურების წყალობით ასეთი სიხარული არაერთხელ განვიცადე“.
-
-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ტაივანისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ოქტომბერი
-
-
უილიამისა და ჯენიფერის მსგავსად, ერთი პიონერი და მეგანიც „ტკბება მოგზაურობით“; მისი მიზანი ჩინური ენის შესწავლაა. იგი ტაივანში შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა. მეგანი ყოველ შაბათ-კვირას მაუწყებლების ჯგუფთან ერთად მეტად თვალწარმტაც ადგილას, ტაივანის ყველაზე დიდ ნავსადგურში, კაოსიუნგში ქადაგებს. მეგანი სასიხარულო ცნობას ხალხს გემიდან გემზე უზიარებს; იგი უქადაგებს ბანგლადეშიდან, ვანუატუდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, ტაილანდიდან და ფილიპინებიდან ჩასულ მეთევზეებს. მეგანი გვეუბნება: „რაკიღა მეთევზეები ნავსადგურში ცოტა ხნით ჩერდებიან, ჩვენ მათთან პირდაპირ ბიბლიის შესწავლას ვიწყებთ. ყველასთან მისვლა რომ შევძლოთ, ხშირად ოთხ-ხუთ ადამიანს ერთდროულად ვუტარებთ შესწავლას“. საინტერესოა, როგორ ართმევს მეგანი თავს ჩინური ენის სწავლას? იგი ამბობს: «ვისურვებდი, რომ უფრო სწრაფად მესწავლა ენა, მაგრამ არ მავიწყდება ერთი ძმის სიტყვები: „შენ შენი მაქსიმუმი აკეთე და დანარჩენზე იეჰოვა იზრუნებს“».
მეგანი
უბრალო, მაგრამ სიხარულით აღსავსე ცხოვრება
ქეთიმ, სანამ მსახურების გაფართოების მიზნით ბრიტანეთს დატოვებდა, საგულდაგულოდ გამოიკვლია, თუ რომელი ქვეყანა იქნებოდა მისთვის, როგორც დაუქორწინებელი დისთვის, უსაფრთხო. ის ლოცვაში სთხოვდა ხელმძღვანელობას იეჰოვას და ამის თაობაზე რამდენიმე ფილიალს მისწერა. იგი ყურადღებით გაეცნო ფილიალებიდან მიღებულ საპასუხო წერილებს და მიხვდა, რომ მისთვის ტაივანი ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა.
2004 წელს, როცა ქეთი 31 წლის იყო, ტაივანში გადავიდა. ის დღეს აუცილებლით კმაყოფილდება. ქეთი ამბობს: „ადგილობრივ და-ძმებს გამოვკითხე, სად შევიძენდი ყველაზე იაფად ხილ-ბოსტნეულს. მათი პრაქტიკული რჩევები დამეხმარა, რომ რაც შეიძლება დიდხანს გამეწვდინა დანაზოგი“. რა ეხმარება მას, რომ მცირედით დაკმაყოფილდეს? ამ კითხვაზე ქეთი ასე გვპასუხობს: „ხშირად ვთხოვ იეჰოვას, რომ დავჯერდე უბრალო საჭმელსა და ტანსაცმელს. ვგრძნობ, ღმერთი ჩემს ლოცვებს უპასუხოდ არ ტოვებს და მასწავლის, რომ ზღვარი გავავლო საჭიროებებსა და სურვილებს შორის. ბედნიერი ვარ, რომ ასე გავიმარტივე ცხოვრება; ეს მეხმარება, უფრო მეტად სულიერზე ვიფიქრო“.
ქეთი
მართალია, ქეთი ფუფუნებაში არ ცხოვრობს, მაგრამ მას სიხარული არ აკლია. იგი ამის მიზეზსაც გვიზიარებს: „ვქადაგებ იქ, სადაც ბევრი ისმენს სასიხარულო ცნობას. ამას ჩემთვის უდიდესი სიხარული მოაქვს“. როდესაც ქეთი ტაივანში ჩავიდა, ქალაქში, სადაც მან პიონერული მსახურება დაიწყო, მხოლოდ ორი ჩინურენოვანი კრება იყო; დღეს კი უკვე შვიდია. ქეთი ამბობს: „როცა ხედავ ამხელა ზრდას და იმასაც ხვდები, რომ ამ ყოველივეში წვლილი შენც მიგიძღვის, ეს ხალისს გმატებს“.
-