-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მიანმასაგუშაგო კოშკი — 2018 | ივლისი
-
-
„ჩამოდით, პიონერები ნამდვილად გვჭირდება!“
რამდენიმე წლის წინ კაზუჰირომ, რომელიც იაპონიაში პიონერად მსახურობდა, ეპილეფსიური შეტევის დროს გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმმა მას ორი წლით მანქანის ტარება აუკრძალა. კაზუჰიროს ამის გაგებამ თავზარი დასცა. ის ნერვიულობდა, რომ მისთვის საყვარელი საქმის, პიონერობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. მან გულმხურვალედ ილოცა და იეჰოვას სთხოვა, რომ მისთვის პიონერობის გაგრძელების საშუალება მიეცა.
კაზუჰირო და მარი
კაზუჰირო აღნიშნავს: „ერთი თვის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, რომელიც მიანმაში მსახურობს, ჩემი გასაჭირის შესახებ გაიგო. მან დამირეკა და მითხრა, რომ მიანმაში ხალხი ძირითადად ავტობუსით მგზავრობს. თუ აქ ჩამოხვალ, მსახურების გაგრძელებას მანქანის გარეშეც შეძლებო! ექიმს ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, მიანმაში გადავსულიყავი. ჩემდა გასაკვირად მან მითხრა, რომ მიანმადან ნევროლოგი იყო ჩამოსული და მასთან შემახვედრებდა. თუ შეტევა გამიმეორდებოდა, ის იზრუნებდა ჩემზე. ექიმის სიტყვები ლოცვაზე პასუხად ჩავთვალე“.
კაზუჰირომ მაშინვე გაგზავნა წერილი მიანმას ფილიალში, რომელშიც წერდა, რომ მას და მის ცოლს მიანმაში პიონერებად მსახურების სურვილი ჰქონდათ. სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ ფილიალმა პასუხი მისწერა: „ჩამოდით, პიონერები ნამდვილად გვჭირდება“. კაზუჰირომ და მისმა ცოლმა, მარიმ მანქანები გაყიდეს, ვიზები აიღეს და თვითმფრინავის ბილეთები შეიძინეს. დღეს მანდალაიში ისინი სიხარულით მსახურობენ ჟესტურენოვან ჯგუფში. კაზუჰირო ამბობს: «ამ ყველაფერმა რწმენა გაგვიძლიერა ფსალმუნის 37:5-ში ჩაწერილი ღვთის დაპირებისადმი: „იეჰოვას მიანდე შენი გზა, მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს“».
-
-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მიანმასაგუშაგო კოშკი — 2018 | ივლისი
-
-
იეჰოვა ისმენს ლოცვებს
უცხო ქვეყანაში მსახურმა არაერთმა და-ძმამ იგრძნო ლოცვის ძალა. მათ შორის არის 30 წელს გადაცილებული წყვილი, ჯამპი და ნაო. ისინი იაპონიაში ჟესტურენოვან კრებაში მსახურობდნენ. რატომ გადავიდა ეს წყვილი მიანმაში? ჯამპი გვიყვება: „მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის გვინდოდა უცხოეთში მსახურება. ჩვენი კრებიდან ერთი ძმა მიანმაში გადავიდა. მართალია, ცოტა ფული გვქონდა, მაგრამ 2010 წლის მაისში ჩვენც მიანმაში ჩავედით, სადაც და-ძმებმა გულთბილად მიგვიღეს“. რას ფიქრობს ის მიანმაში ჟესტურენოვან ტერიტორიაზე მსახურებასთან დაკავშირებით? ჯამპი განაგრძობს: „ხალხი დიდ ინტერესს იჩენს. როცა ჟესტურ ენაზე ვიდეოებს ვაყურებინებთ, მობინადრეები ოვაციებს ვერ მალავენ. გვიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და მსახურების გასაფართოებლად მიანმაში ჩამოვედით“.
ნაო და ჯამპი
როგორ გააქვს თავი ამ წყვილს? ჯამპი იხსენებს: „სამ წელიწადში მთელი ფული გამოგველია, ამიტომ საკმარისი თანხა არ გვქონდა, რომ შემდეგი წლისთვის ბინის ქირა გადაგვეხადა. მე და ჩემი ცოლი ბევრს ვლოცულობდით. მოულოდნელად ფილიალიდან წერილი მივიღეთ, საიდანაც შევიტყვეთ, რომ დროებით სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს. ჩვენ იეჰოვაზე ვიყავით მინდობილები, მან კი გვაგრძნობინა, რომ მხარში გვედგა. ის ყოველმხრივ ზრუნავს ჩვენზე“. ახლახან ამ წყვილმაც გაიარა სამეფოს მახარობელთა სკოლა.
-
-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მიანმასაგუშაგო კოშკი — 2018 | ივლისი
-
-
საჩიო და მიზუჰო
იაპონიაში მცხოვრები მიზუჰო ამბობს: „მე და ჩემს ქმარს, საჩიოს, ძალიან გვინდოდა იმ ქვეყანაში მსახურება, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, მაგრამ არ ვიცოდით, სად გადავსულიყავით. 2013 წლის წელიწდეულში მიანმაში მომხდარი ამაღელვებელი შემთხვევების წაკითხვის შემდეგ იმაზე დავიწყეთ ფიქრი, თუ რამდენად რეალური იყო ჩვენთვის მიანმაში გადასვლა“. საჩიო დასძენს: „გადავწყვიტეთ, ერთი კვირით მიანმაში ქალაქ იანგონს ვწვეოდით და, ასე ვთქვათ, დაგვეზვერა იქაურობა. ამ ხანმოკლე მოგზაურობის დროს ქვეყანაზე გარკვეული წარმოდგენა შევიქმენით და დავრწმუნდით, რომ იქ აუცილებლად უნდა გადავსულიყავით“.
-