საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — განა
    საგუშაგო კოშკი — 2016 | ივლისი
    • დაახლოებით 35 წლის ეიმი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, ამბობს: „წლების მანძილზე ვფიქრობდი საზღვარგარეთ მსახურებაზე, მაგრამ მეგონა, რომ ასეთი მიზნის დასახვა ჩემთვის არარეალური იყო“. რამ შეუცვალა მას შეხედულება? „2004 წელს ერთმა წყვილმა, რომელიც ბელიზში მსახურობს, ერთი თვით თავისთან მიმიწვია, რათა ერთად გვემსახურა. ასეც მოვიქეცი და არ ვნანობ! ერთი წლის შემდეგ გადავედი განაში, რათა იქ მემსახურა პიონერად“.

      სტეფანი და აარონი

      აარონი და სტეფანი

      რამდენიმე წლის წინ შეერთებულ შტატებში მცხოვრები სტეფანი, რომელიც მალე 30 წლისა გახდება, თავისი მდგომარეობის კარგად აწონ-დაწონის შემდეგ ასეთ დასკვნამდე მივიდა: „ჯანმრთელობა ხელს მიწყობს და ოჯახური პასუხისმგებლობებისგან თავისუფალი ვარ. წესით, იეჰოვასთვის იმაზე მეტს უნდა ვაკეთებდე, ვიდრე ვაკეთებ“. ასეთმა გულწრფელმა თვითშემოწმებამ აღძრა ის, მსახურების გასაფართოებლად განაში გადასულიყო.

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — განა
    საგუშაგო კოშკი — 2016 | ივლისი
    • ბრუკი და ჰანსი

      ბრუკი და ჰანსი

      30 წელს გადაცილებული პიონერი წყვილი, ჰანსი და ბრუკი, შეერთებულ შტატებში მსახურობს. 2005 წელს ისინი ეხმარებოდნენ ქარიშხალ „კატრინას“ შედეგად დაზარალებულებს. მოგვიანებით მათ სურვილი გამოთქვეს საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში მონაწილეობაზე, მაგრამ ისინი არ მიუწვევიათ. ჰანსი იხსენებს: „კონგრესზე მოვისმინეთ თემა, რომელშიც განიხილებოდა მეფე დავითის მაგალითი. ის შეეგუა იმ აზრს, რომ ვერ ააშენებდა ტაძარს, ამიტომ სხვა მიზანი დაისახა. ამ აზრმა დაგვანახვა, რომ ცუდი არაფერი იყო იმაში, თუ ერთ თეოკრატიულ მიზანს მეორეთი ჩავანაცვლებდით“ (1 მატ. 17:1—4, 11, 12; 22:5—11). ჰანსი დასძენს: „იეჰოვას უნდოდა, სხვა კარზე დაგვეკაკუნებინა“.

      მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთ გადასული მეგობრებისგან საინტერესო შემთხვევები მოისმინეს, ჰანსმა და ბრუკმა გადაწყვიტეს, თავადაც მოესინჯათ უცხო ქვეყანაში პიონერად მსახურება. 2012 წელს ისინი გადავიდნენ განაში და იქ ოთხ თვეს ეხმარებოდნენ ჟესტებისენოვან კრებას. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში დაბრუნება მოუწიათ, განაში მიღებულმა გამოცდილებამ მათ სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების სურვილი გაუძლიერა. მოგვიანებით ჰანსი და ბრუკი მონაწილეობდნენ მიკრონეზიაში ერთ-ერთი ფილიალის მშენებლობაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება