-
ემიგრაცია — ოცნებებიდან რეალობამდეგამოიღვიძეთ! — 2013 | თებერვალი
-
-
ერთიანი ოჯახი — ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანი
ჯორჯის, რეიჩელისა და პატრიციას შემთხვევებიდან გამოჩნდა, რომ მართალია, ემიგრანტების თავგადასავლები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ყველა მათგანი თითქმის ერთნაირი შედეგებით მთავრდება. როცა მშობელი წლობით მიდის სხვა ქვეყანაში ან ცოლ-ქმარი ერთმანეთს გარკვეული ხნით შორდება, ეს ოჯახისთვის საკმაოდ მტკივნეულია. ჯორჯი ოთხი წელი იყო ოჯახს მოწყვეტილი.
რეიჩელი ფილიპინებში ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა თავისი გოგონას წასაყვანად. პატრიცია ესპანეთში თავის ახალშობილ ბავშვთან ერთად ჩავიდა. „ჩემი გოგონას მეტი ქვეყანაზე არავინ მყავდა და ვცდილობდი, მასზე კარგად მეზრუნა“, — ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ემიგრანტი თავს მარტოდ გრძნობს, ნორმალურ სამუშაოს ვერ შოულობს და ოჯახისგანაც მოწყვეტილია, მაინც რჩება სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. ზოგმა იმდენი იწვალა და იმდენი თანხა დახარჯა საზღვარგარეთ წასასვლელად, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ერიდება უკან დაბრუნება და იმის აღიარება, რომ არაფერი გამოუვიდა.
ფილიპინელმა ალანმა გადალახა ეს ბარიერი. მან ესპანეთში კარგი სამუშაო იშოვა, მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა. „ძალიან მენატრებოდა ჩემი მეუღლე და პატარა გოგონა, — ამბობს ის. — გადავწყვიტე, რომ ოჯახის გარეშე მარტო აღარსად წავსულიყავი სამუშაოდ. ოჯახი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული“.
-