საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • არასდროს მიატოვოთ თანამორწმუნეები!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მარტი
    • ცხოვრების საზრუნავით დამძიმებულნი

      როგორც აღვნიშნეთ, შეიძლება იმდენად ვიყოთ დამძიმებული ოჯახის აუცილებელ მოთხოვნილებებზე ზრუნვით, რომ სულიერისადმი ინტერესი დავკარგოთ (მათ. 13:22). ზემოთ მოხსენიებული მარეკი ამბობს: „როდესაც ჩემმა ბიზნესმა კრახი განიცადა, გადავწყვიტე, საზღვარგარეთ მომეძებნა მაღალანაზღაურებადი სამუშაო. თავიდან სამი თვით წავედი, შემდეგ ჩამოვედი და კიდევ სამი თვით წავედი. დროდადრო მცირე ხნით ჩამოვდიოდი ხოლმე სახლში და ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ჩემს მეუღლეს, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე, ემოციურად ძალიან უჭირდა“.

      მხოლოდ ოჯახური პასუხისმგებლობების შესრულება არ გვაცლის ძალას. მარეკი დასძენს: „ვითანგებოდი პაპანაქება სიცხეში გრძელი სამუშაო დღის ბოლოს. გარდა ამისა, ვითრგუნებოდი სასტიკი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ჩაგრავდნენ სხვებს. ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც განგსტერები. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მონა ვიყავი და თავს საშინლად ვგრძნობდი. იმის დროც კი არ მქონდა, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვების მომსახურებაზე. მეეჭვებოდა, რომ ამას ოდესმე შევძლებდი“.

      მარეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სავალალო შედეგებმა უნდა დაგვაფიქროს ყველა. მაშინაც კი, თუ საზღვარგარეთ გადასვლა ფინანსურ პრობლემებს გადაგვიჭრის, სხვა პრობლემებს ხომ არ შეგვიქმნის? მაგალითად, სულიერად და ემოციურად როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ოჯახი? ნუთუ საზღვარგარეთ გადასვლის გამო არ ჩამოვშორდებით კრებას? გვექნება კი თანამორწმუნეების მომსახურების შესაძლებლობა? (1 ტიმ. 3:2—5).

  • არასდროს მიატოვოთ თანამორწმუნეები!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მარტი
    • მარეკი ყველას აფრთხილებს, ვინც საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის მიზნით გადადის: „როცა საზღვარგარეთ ხარ, ძალიან ადვილია, გაება ბოროტი ქვეყნიერების მახეში. უცხო ენის მწირი ცოდნაც არ გაძლევს სხვებთან სრულფასოვანი ურთიერთობის საშუალებას. შეიძლება ფული დააგროვო და შენს ქვეყანაში ხელცარიელი არ დაბრუნდე, მაგრამ სულიერი ძალის აღსადგენად საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდება“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება