საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნამდვილი კეთილდღეობა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 თებერვალი
    • ნამდვილი კეთილდღეობა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში

      დეივიდი,a ქრისტიანი მშობელი, შეერთებულ შტატებში წავიდა; ის დარწმუნებული იყო, რომ ეს უკეთესი იქნებოდა თავისი ოჯახისთვის. მართალია ოჯახიდან მოშორებით ყოფნა არ უნდოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იცხოვრებდნენ უკეთესად, თუ ბევრი ფული ექნებოდათ. ასე რომ, ნიუ-იორკში მცხოვრებ ნათესავებს დათანხმდა იქ წასვლაზე და მალე მუშაობა დაიწყო.

      რაც დრო გადიოდა, დეივიდს იმედები უცრუვდებოდა. სულიერი საქმეებისთვის ცოტა დრო ჰქონდა და თითქმის დაკარგა კიდეც ღვთისადმი რწმენა. როდესაც სხვადასხვა ცდუნების წინაშე აღმოჩნდა, რეალურად მაშინ გაათვითცნობიერა თავისი მდგომარეობა. მას ყურადღება მატერიალიზმზე ჰქონდა მიპყრობილი, რის შედეგადაც ის თანდათანობით ყველაზე მნიშვნელოვანს ჩამოშორდა. საჭირო იყო ცვლილებების მოხდენა.

      დეივიდის მსგავსად, ბევრი ემიგრანტი, რომლებიც ღარიბი ქვეყნებიდან არიან, იმედოვნებენ, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. თუმცა ძალიან ხშირად სულიერად ზარალდებიან. ზოგს აინტერესებს: „შეიძლება ქრისტიანი სიმდიდრისკენ ისწრაფოდეს და ღმერთშიც იყოს მდიდარი?“ ცნობილი მწერლები და სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია. მაგრამ დეივიდის მსგავსად, სხვებიც მიხვდნენ, რომ ეს არცთუ ისე ადვილია (ლუკა 18:24).

  • ნამდვილი კეთილდღეობა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 თებერვალი
    • და კიდევ ერთი საშიშროება ის არის, რომ როგორც დასაწყისში მოხსენიებული დეივიდი მიხვდა, სიმდიდრისკენ სწრაფვას ბევრი დრო და ენერგია მიაქვს; ამას კი თანდათანობით სულიერი საქმეებისგან ჩამოშორება მოჰყვება (ლუკა 12:13—21).

  • ნამდვილი კეთილდღეობა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 თებერვალი
    • მას შემდეგ, რაც დეივიდმა ლამის დაკარგა ოჯახი და ღმერთთან ურთიერთობა, მან შეცდომა გამოასწორა და ცხოვრება სათანადო გზით წარმართა. როდესაც დეივიდმა ბიბლიის შესწავლა და ლოცვა კვლავ განაახლა და პირველ ადგილზე დააყენა მსახურება, როგორც იესო დაჰპირდა თავის მიმდევრებს, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ცოლთან და ბავშვებთან ურთიერთობა თანდათანობით აღდგა. ის მხიარული და კმაყოფილია, და კვლავაც გულმოდგინებით შრომობს. მართალია არ გამდიდრებულა, მაგრამ მწარე გამოცდილებიდან ბევრი რამ ისწავლა.

      დეივიდი მიხვდა, თუ რა არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო, შეერთებულ შტატებში რომ წავიდა. მან მიზნად დაისახა, რომ აღარასოდეს დაუშვებდა, ფულს ებატონა მის გადაწყვეტილებებზე. მან უკვე იცის, რომ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასის — მოსიყვარულე ოჯახის, კარგი მეგობრების და ღმერთთან ურთიერთობის — შეძენა ფულით შეუძლებელია (იგავები 17:17; 24:27; ესაია 55:1, 2). მართლაც, პატიოსნება გაცილებით ფასეულია, ვიდრე სიმდიდრე (იგავები 19:1; 22:1). დეივიდს თავის ოჯახთან ერთად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყოველთვის სათანადოდ დაადგინოს პრიორიტეტები (ფილიპელები 1:10).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება