-
ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
პატრიოტულმა სულისკვეთებამ გააღვივა ნაციონალიზმის სული, რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა. ძველად თუ იმპერატორის კულტი იყო, დღეს ნაციონალიზმია.
-
-
ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მაგალითად, შეერთებულ შტატებში ასობით სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი დაითხოვეს სკოლებიდან იმის გამო, რომ სალამს არ აძლევდნენ ეროვნულ დროშას. მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ გერმანიაშიც, რადგან ისინი სვასტიკას პატივს არ მიაგებდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიტლერის მომხრე ნაცისტებმა იეჰოვას ათასობით ერთგული მსახური მოკლეს იმის გამო, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ ნაციონალისტურ კერპთაყვანისმცემლობაში. XX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც იაპონიაში იმპერატორის გამაღმერთებელი სინტოიზმი ყვაოდა, ორმა პიონერმა უხვად დათესა სამეფოს თესლი იაპონიის მიერ ოკუპირებულ ტაივანში. ხელისუფლების სათავეში მოსულმა სამხედრო პირებმა ისინი ციხეში ჩაყარეს, სადაც ერთი მათგანი არაადამიანური მოპყრობის გამო მოკვდა; მეორე მოგვიანებით კი გაათავისუფლეს, მაგრამ ზურგში ესროლეს. ეს ქრისტიანები მართლაც რომ ანტიპას მოგვაგონებენ! დღესაც არსებობს ქვეყნები, სადაც ქვეშევრდომებისგან ეროვნული სიმბოლოების თაყვანისცემა და სახელმწიფოსადმი განსაკუთრებული ერთგულება მოითხოვება. ბევრი ახალგაზრდა მოწმე დაუპატიმრებიათ და მრავალი მათგანი მოუკლავთ კიდეც, რადგან ისინი გაბედულად იცავდნენ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს.
-
-
ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
7. რა სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ ინდოეთში ბავშვები და როგორ დასრულდა ეს შემთხვევა?
7 ბავშვებიც ხვდებიან მსგავს პრობლემებს სკოლაში. მაგალითად, 1985 წელს ინდოეთის შტატ კერალაში იეჰოვას მოწმეთა სამმა ბავშვმა არ დათმო ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა და უარი თქვა ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ პატივისცემა გამოხატეს და ფეხზე იდგნენ, როდესაც სხვები მღეროდნენ, ისინი მაინც გარიცხეს სკოლიდან.
-