-
ჯერ კიდევ არიან სანდო ადამიანებიგამოიღვიძეთ! — 2010 | ოქტომბერი
-
-
ერთ კამერუნელ ქვრივს, ბერტას ბაზარში დახლი აქვს, სადაც ყიდის მანიჰოტის ჩხირების შეკვრას. ბერტა ამბობს: „თითოეულ შეკვრაში 20 მანიჰოტის ჩხირია. ჩვეულებრივ გამყიდველები თითო შეკვრაში 17, 18 ჩხირს დებენ, მაგრამ მე არ მინდა მოვატყუო კლიენტები და მოგება მათ ხარჯზე ვნახო“.
ბერტას ყოველთვის არ აქვს კარგი ვაჭრობა. „ხშირად დღე ისე გადის, რომ ვერაფერს ვყიდი, — ამბობს ის. — მაგრამ ასეთ დროს გამყიდველებს ვთხოვ, ნისიად მომცენ პროდუქტები. ისინიც მენდობიან და მაძლევენ პროდუქტებს. მათ იციან, როგორც კი ფულს ვიშოვი, მაშინვე გადავუხდი. გამყიდველთა ნდობას ყოველთვის ვამართლებ და ამიტომაც ეჭვი არ ეპარებათ ჩემში“.
-
-
ჯერ კიდევ არიან სანდო ადამიანებიგამოიღვიძეთ! — 2010 | ოქტომბერი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
ზუსტი სასწორი
მოისეს პატარა მაღაზია მთელ დუალას (კამერუნი) ბაზრობაზეა ცნობილი. ის თევზს ყიდის. მოისე ამბობს: «ჩემს პატარა მაღაზიას „სასწორი“ დავარქვი, რადგან მთელ ბაზრობაზე იშვიათად თუ შეხვდები ვინმეს, ვისაც ზუსტი სასწორი აქვს. ვიცი, რომ ხალხი შეამოწმებს ჩემთან აწონილ თევზს, ამიტომ თუ ერთ კილო თევზს მთხოვენ, არასდროს ვატყუებ წონაში. ისინი ყოველთვის ამოწმებენ ჩემთან ნაყიდი თევზის წონას. ხალხი ხედავს, რომ კილოზე მეტს ვატან და რწმუნდებიან, რომ არ ვატყუებ. ბევრი მეუბნება: „შენთან იმიტომ მოვდივართ, რომ ვიცით, არ მოგვატყუებ“».
-