-
როგორ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივნისი
-
-
სამსახური
ღვთის სიტყვა ჭეშმარიტ ქრისტიანებს მოუწოდებს, იყვნენ გამრჯეები და პასუხისმგებლობის მქონე მუშები თუ დამსაქმებლები. მოციქულმა პავლემ დაწერა: „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის და არა როგორც ადამიანებისთვის“ (კოლ. 3:22, 23). გულმოდგინედ მუშაობისთვის ადამიანი ქებას იმსახურებს, მაგრამ მეტია საჭირო — აუცილებელია, ჩვენს შემოქმედთან კარგი ურთიერთობა (ეკლ. 12:13). თუ ქრისტიანი მთლიანად ეფლობა თავის სამუშაოში, სულიერმა მიზნებმა შეიძლება ადვილად გადაინაცვლოს მეორე ადგილზე.
სამუშაოსთვის დიდი დროის დათმობა ქრისტიანს სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად და თავისი ოჯახის დასახმარებლად საჭირო ენერგიას ართმევს. მეფე სოლომონმა აღნიშნა, რომ „ორ მუჭა გარჯას“ ხშირად თან ახლავს „ქარის დევნა“. თუ ქრისტიანისთვის სამუშაო ძალიან ბევრს ნიშნავს, მას ხანგრძლივი და დიდი სტრესი გარანტირებული აქვს. ასეთი ადამიანი თავისი სამუშაოს მონაც კი შეიძლება გახდეს და, საბოლოო ჯამში, გამოიფიტოს. შეიძლება ასეთ შემთხვევაში მან ნამდვილად „გაიხაროს . . . და სიამე ნახოს თავის გარჯაში“? (ეკლ. 3:12, 13; 4:6). და რაც უფრო მნიშვნელოვანია, დარჩება მას საკმარისი ფიზიკური თუ ემოციური ძალები, რათა შეასრულოს თავისი ოჯახური ვალდებულებები და მონაწილეობა მიიღოს სულიერ საქმეებში?
დასავლეთ ევროპაში მცხოვრები იანუში თავისმა ბიზნესმა გაიტაცა. ის იხსენებს: „ქვეყნიური ხალხი ჩემით აღფრთოვანებული იყო, რადგან მე ნოვატორული იდეებით გამოვირჩეოდი და ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანა შემეძლო. მაგრამ ეს ჩემს სულიერობაზე უარყოფითად აისახა და ქადაგება შევწყვიტე. მალე კრების შეხვედრებზეც აღარ დავდიოდი. იმდენად გავამაყდი, რომ უხუცესების რჩევა არ მივიღე და კრებას ჩამოვშორდი“.
-
-
როგორ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივნისი
-
-
სამსახური: სამსახურით იმდენად ხომ არ ხართ დაკავებული, რომ თქვენს ცხოვრებაში ღვთის მსახურება უკანა პლანზე გადადის? გაქვთ საკმარისი დრო ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის? უკეთესად ასრულებთ კრებაში დაკისრებულ დავალებებს? ამხნევებთ სხვებს თქვენი საუბრებით? „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეთ და მისი მცნებები დაიცავით“, შედეგად კი, ღმერთი უხვად გაკურთხებთ და ნასიამოვნები დარჩებით თქვენი გარჯით (ეკლ. 2:24; 12:13).
ზემოთ მოხსენიებულმა იანუშმა თავის ბიზნესში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, პირიქით მან კრახი განიცადა. იანუში შემოსავლის გარეშე დარჩა და ვალებში ჩაეფლო, რის შემდეგაც იეჰოვას დაუბრუნდა. მან თავისი საქმეები მოაწესრიგა და ახლა კრებაში პიონერად და უხუცესად მსახურობს. ის ამბობს: „როდესაც აუცილებლით ვკმაყოფილდები და ჩემს დროსა თუ ენერგიას ღვთის მსახურებას ვახმარ, შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობ“ (ფილ. 4:6, 7).
-
-
როგორ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივნისი
-
-
სამსახური
▪ გაძლევთ თქვენი არჩევანი საშუალებას, რომ „სიამე ნახოთ თქვენს გარჯაში“?
▪ დაგრჩებათ საკმარისი ფიზიკური თუ ემოციური ძალები, რათა შეასრულოთ ოჯახური ვალდებულებები და მონაწილეობა მიიღოთ სულიერ საქმეებში?
▪ გაქვთ საკმარისი დრო ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის?
▪ სამსახურით იმდენად ხომ არ ხართ დაკავებული, რომ ღვთის მსახურება უკანა პლანზე გადადის?
▪ რა გავლენას ახდენს სამსახური კრებაში მიღებული დავალებების შესრულებაზე?
-