საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ გამოვიმუშაო ფული?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • დამოუკიდებლად მუშაობა

      მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად თუ ვერ იშოვე სამუშაო? ეს მრავალ ქვეყანაში ასეა. მაგრამ გული არ გაიტეხო. საკუთარი საქმიანობის დაწყება ძალიან კარგი გამოსავალი იქნება. რა სარგებლობა აქვს ამას? შესაძლებლობა გექნება შეადგინო გრაფიკი და რამდენ ხანსაც გინდა იმუშაო. რა თქმა უნდა, მეწარმედ ყოფნა მოითხოვს ამ საქმისთვის საკუთარი თავის განწყობას, დისციპლინასა და ინიციატორობას.

      მაგრამ რა საქმიანობა უნდა დაიწყო? დაფიქრდი მეზობლებზე. საჭიროებენ საყიდლებზე ვინმეს გაგზავნას ან მომსახურებებს, რასაც სხვა არავინ აკეთებს? ვთქვათ ცხოველები გიყვარს. შეგიძლია შესთავაზო მეზობლებს მათი საყვარელი შინაური ცხოველის დაბანვა ან გაპარსვა გასამრჯელოზე. ან იქნებ რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავ. შეგიძლია, სხვებს ასწავლო დაკვრა? ან იქნებ გააკეთო ისეთი საქმე, რომელიც სხვებს არ უყვარს, მაგალითად, ფანჯრების რეცხვა და წმენდა. ქრისტიანს არ უნდა რცხვენოდეს ხელით შრომა (ეფესელთა 4:28). შეიძლება ახალი ხელობის შესწავლაც კი სცადო. მოძებნე ბიბლიოთეკებში დამხმარე წიგნები ან სთხოვე მეგობარს გასწავლოს. მაგალითად, ახალგაზრდა ჯოშუამ ლამაზად წერა ისწავლა. შემდეგ დაიწყო მცირე საქმიანობა — ქორწილებსა და წვეულებებზე მოსაწვევების დამზადება. (იხილე ჩარჩო „რა საქმის დაწყება შეგიძლია“).

      გაფრთხილება: არ აჩქარდე რაიმეს წამოწყებაში, სანამ არ გაიგებ რა დაგიჯდება და რა თავისებურებები ექნება ამა თუ იმ საქმეს (ლუკა 14:28–30). პირველ რიგში, მშობლებს გაესაუბრე ამის შესახებ. აგრეთვე ესაუბრე მათ, ვინც მსგავს საქმიანობას ეწევა. დაგჭირდება გადასახადის გადახდა? დაგჭირდება ლიცენზიის ანუ ნებართვის აღება? ამის შესახებ დაწვრილებით გაარკვიე ადგილობრივ ხელისუფლებასთან (რომაელთა 13:1–7).

  • როგორ გამოვიმუშაო ფული?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • რა საქმის დაწყება შეგიძლია.

      • ფანჯრების რეცხვა.

      • გაზეთების გაყიდვა ან დატარება.

      • ბაღში ან გაზონებზე მუშაობა.

      • ბავშვების მოვლა.

      • შინაური ცხოველების ჭმევა, გასეირნება და დაბანა.

      • ფეხსაცმლის წმენდა.

      • ტანსაცმლის დაკერება და უთოობა.

      • რაიმეს გაზრდა და გაყიდვა.

      • წიწილების გაზრდა ან კვერცხების გაყიდვა.

      • ბეჭდვა ან საბუთების დამზადება.

      • შიკრიკობა.

      • ფოსტის დატარება.

      • მუსიკის ან სხვა საგნების სწავლება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება