საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სტრესი საშიში თავდამსხმელი!
    გამოიღვიძეთ! — 2005 | თებერვალი 8
    • ერთი ორგანიზაციის (National Consumers League) მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ „სრულწლოვანებში, რომლებიც პრობლემებით არიან დამძიმებულნი, სტრესს ძირითადად სამუშაო იწვევს (39 პროცენტი); სტრესის გამომწვევი შემდეგი მიზეზი ოჯახია (30 პროცენტი); მას მოჰყვება ჯანმრთელობის გაუარესებით განპირობებული სტრესი (10 პროცენტი); ეკონომიკა სტრესის გამომწვევი კიდევ სხვა მიზეზია (9 პროცენტი); სტრესს საერთაშორისო კონფლიქტებისა და ტერორიზმის არსებობაც იწვევს (4 პროცენტი)“.

      სტრესი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა არ არის. 2002 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, „ნახევარ მილიონზე მეტმა ბრიტანელმა 2001—2002 წლებში მუშაობის შედეგად იმდენად მწვავედ განიცადა სტრესი, რომ ეს მათ ჯანმრთელობაზე აირეკლა. როგორც ვარაუდობენ, მუშაობით გამოწვეული სტრესის, დეპრესიისა და შიშის გამო წელიწადში 13, 5 მილიონი სამუშაო დღე ცდება ბრიტანეთში“.

      არანაკლებ სამწუხარო მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში. ერთ-ერთი სააგენტოს შეფასებით, „მუშაობით გამოწვეული სტრესი ნებისმიერ სფეროში მომსახურე მილიონობით ევროპელზე ახდენს უარყოფით გავლენას“ (European Agency for Safety and Health at Work). ერთმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ „მუშაობის შედეგად, ყოველწლიურად ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში მცხოვრები დაახლოებით 41 მილიონი ადამიანი ვარდება სტრესში“.

      რისი თქმა შეიძლება აზიის ქვეყნებზე? ტოკიოში ჩატარებული ერთ-ერთი კონფერენციის ანგარიშში ასეთი დასკვნაა გაკეთებული: „მუშაობით განპირობებული სტრესი მსოფლიოს ბევრი ქვეყნის — როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული — უმთავრესი პრობლემაა“. ამ ანგარიშში აგრეთვე აღინიშნა, რომ „აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, კორეასა და ტაივანში მრეწველობა და ეკონომიკა საკმაოდ პროგრესულად ვითარდება. მაგრამ, ამჟამად ამ ქვეყნების ძირითადი პრობლემა მუშაობით გამოწვეული სტრესია, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მომსახურე პერსონალზე“.

  • სტრესი მიზეზი და შედეგი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | თებერვალი 8
    • ევროპის ერთ–ერთი სააგენტო (European Agency for Safety and Health at Work) იტყობინება, რომ სხვა მიზეზებთან ერთად სამუშაოზე სტრესი შეიძლება განაპირობოს უფროსებსა და მომსახურე პერსონალს შორის ურთიერთობამ, უფროსების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მომსახურე პერსონალის შეზღუდვამ, თანამშრომლებს შორის კონფლიქტმა. აგრეთვე სტრესის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სამუშაოზე დაუცველობის გრძნობა ან დაბალი ანაზღაურება. რა მიზეზებიც უნდა არსებობდეს, სამუშაოზე სტრესთან გამკლავებამ შეიძლება იმდენად გამოაცალოს მშობლებს ენერგია, რომ ოჯახის აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ვეღარ შეძლონ. და ეს მოთხოვნილებები არცთუ ისე ცოტაა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება