საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიამე ნახე შენს გარჯაში!
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • გამოვავლინოთ გონიერება სამსახურის არჩევისას

      14—16. რომელ მნიშვნელოვან კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ სამსახურის არჩევისას?

      14 ბიბლია დაწვრილებით არ აღწერს, როგორი სამუშაოა მისაღები და როგორი — არა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველანაირი სამუშაო მისაღებია. ბიბლია გვეხმარება, ავირჩიოთ ღვთისმოსაწონი სამუშაო, სადაც პატიოსნად ვიშრომებთ და შრომა დაგვიფასდება (იგავები 2:6). როცა საქმე ეხება სამუშაოს არჩევას, გადაწყვეტილების მიღებამდე ორ მნიშვნელოვან კითხვაზე უნდა დავფიქრდეთ.

      15 მოიცავს ეს სამუშაო ისეთ რამეს, რასაც ბიბლია გმობს? ღვთის სიტყვა აშკარად გმობს ქურდობას, ტყუილს და კერპების კეთებას (გამოსვლა 20:4; საქმეები 15:29; ეფესოელები 4:28; გამოცხადება 21:8). ჩვენ უარს ვიტყვით ნებისმიერ სამუშაოზე, სადაც ამის გაკეთებას მოგვთხოვენ. იეჰოვას სიყვარული არასდროს დაგვრთავს ნებას, რომ დავთანხმდეთ ისეთ სამუშაოზე, სადაც ღვთის მითითებებს დავარღვევთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:3).

      16 გავხდებოდით ამ სამუშაოს შესრულებით ისეთი რამის ხელშემწყობი ან თანამონაწილე, რაც ღვთის თვალში დანაშაულად ითვლება? განვიხილოთ მაგალითი. რეგისტრატორად მუშაობაში ცუდი არაფერია. მაგრამ რას ვიტყოდით, თუ ქრისტიანს რეგისტრატორად მუშაობას სთავაზობენ გინეკოლოგიური კლინიკის სააბორტო განყოფილებაში? ცხადია, მას არ მოეთხოვება აბორტის გაკეთებაში მონაწილეობა. მაგრამ მისი სამუშაო ხომ მხარს უჭერს იმ განყოფილების ფუნქციონირებას, რომლის მთავარი დანიშნულებაც აბორტების კეთებაა, რასაც ღვთის სიტყვა განსჯის?! (გამოსვლა 21:22—24). ჩვენ, იეჰოვას მოყვარულებს, არ გვსურს, ისეთ რამეს შევუწყოთ ხელი, რასაც ბიბლია გმობს.

      17. ა) რა ფაქტორების გათვალისწინება გვმართებს სამუშაოს არჩევამდე? (იხილეთ ჩარჩო „უნდა დავთანხმდე ამ სამუშაოზე?“) ბ) როგორ შეუძლია სინდისს ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმაროს?

      17 მე-15 და მე-16 აბზაცებში მოცემული პასუხების გაანალიზება დაგვეხმარება, რომ სამსახურთან დაკავშირებული მსგავსი საკითხები გადავჭრათ. ამასთანავე, გადაწყვეტილების მიღებამდე სხვა ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ.b არ უნდა მოველოდოთ, რომ ერთგული მონა ყველანაირი სიტუაციისთვის დაგვიდგენს წესებს. საჭიროა გონიერება. ამ წიგნის მეორე თავიდან გავიგეთ, რომ აუცილებელია, ღვთის სიტყვის შესწავლითა და ცხოვრებაში გამოყენებით განვსწავლოთ და გავწაფოთ ჩვენი სინდისი. თუ „აღქმის უნარს“ ამგვარად გავწაფავთ, სინდისი დაგვეხმარება, ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილებები მივიღოთ და დავრჩეთ ღვთის სიყვარულში (ებრაელები 5:14).

      უნდა დავთანხმდე ამ სამუშაოზე?

      მამაკაცი ეძებს სამუშაოს

      პრინციპი: „ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31)

      ჰკითხე საკუთარ თავს:

      • მომიწევს ამ სამუშაოზე ისეთი რამის გაკეთება, რასაც ღვთის სიტყვა აშკარად გმობს? (გამოსვლა 20:13—15).

      • თუ ამ საქმეს შევასრულებ, გავხდები ისეთი საქმიანობის მონაწილე, რომელსაც ღმერთი განსჯის? (გამოცხადება 18:4).

      • მიეკუთვნება ეს სამუშაო მომსახურების ისეთ სფეროს, რომელსაც ბიბლია არ განსჯის? (საქმეები 14:16, 17).

      • როგორ იმოქმედებს ამ საქმის შესრულება სხვებზე? ხომ არ დააბრკოლებს ვინმეს? (რომაელები 14:19—22).

      • როგორ აისახება ჩემი ოჯახის ემოციურ და სულიერ მდგომარეობაზე, თუ საზღვარგარეთ წავალ სამუშაოდ? (ეფესოელები 5:28—6:4).

  • სიამე ნახე შენს გარჯაში!
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება