-
ყოველთვის გაამხნევეთ ერთმანეთი!საგუშაგო კოშკი — 2016 | ნოემბერი
-
-
„შვილებს . . . ისე სჭირდებათ გამხნევება, როგორც მცენარეს წყალი, — ამბობს პედაგოგი ტიმოთი ევანზი. — გამხნევება მათ ღირსების გრძნობას უმაღლებს და არწმუნებს, რომ ძვირფასები არიან“. მაგრამ ჩვენ მძიმე, ძნელად ასატან დროში ვცხოვრობთ; ადამიანები ეგოისტები გახდნენ; ბევრი მოკლებულია თბილ გრძნობებს და იშვიათად ამხნევებს სხვებს (2 ტიმ. 3:1—5). ზოგიერთი მშობელი არ აქებს შვილებს, რადგან ისინიც არასდროს შეუქიათ და გაუმხნევებიათ მათ მშობლებს.
-
-
ყოველთვის გაამხნევეთ ერთმანეთი!საგუშაგო კოშკი — 2016 | ნოემბერი
-
-
8 მიუხედავად იმისა, რომ თავის საყვარელ ძესთან ერთად უთვალავი წლის მანძილზე შრომობდა, ღმერთს არ უფიქრია, რომ იესოს დედამიწაზე არ სჭირდებოდა შექება და გამხნევება. პირიქით, იესოს გასაგონად მან ორჯერ თქვა ზეციდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:17; 17:5). ამგვარად მან შეაქო იესო და დაარწმუნა, რომ იწონებდა. ეჭვგარეშეა, იესოს ძალიან გაამხნევებდა ამ სიტყვების ორჯერ მოსმენა — პირველად მსახურების დასაწყისში, მეორედ კი მსახურების მიწურულს. ამასთან, იეჰოვამ ანგელოზი გაგზავნა, რომ სიკვდილის წინა ღამეს ტანჯვაში მყოფი იესო განემტკიცებინა (ლუკ. 22:43). მშობლებო, მიჰბაძეთ იეჰოვას მაგალითს, გაამხნევეთ და შეაქეთ შვილები კარგი საქციელისთვის! განსაკუთრებით დაუჭირეთ მათ მხარი, თუ სკოლაში ყოველდღე ხვდებიან რწმენის გამოცდებს.
9. რას ვსწავლობთ მოციქულებისადმი იესოს დამოკიდებულებიდან?
9 იესო. იმ საღამოს, როცა იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, თავის მოციქულებში სიამაყე შეამჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მან თავმდაბლურად დაბანა მოციქულებს ფეხები, ისინი მაინც იმაზე კამათობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. ამასთან, პეტრე ზედმეტად თავდაჯერებული იყო (ლუკ. 22:24, 33, 34). ყველაფრის მიუხედავად, იესომ შეაქო ერთგული მოციქულები, რომ მასთან ერთად დარჩნენ განსაცდელში. მან იწინასწარმეტყველა, რომ ისინი მასზე მეტ საქმეს გააკეთებდნენ და ღვთის სიყვარულში დაარწმუნა (ლუკ. 22:28; იოან. 14:12; 16:27). ჰკითხეთ საკუთარ თავს: შეცდომებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ხომ არ ჯობია, მივბაძო იესოს და შევაქო შვილები თუ სხვები იმისთვის, რაც კარგად გამოსდით?
-
-
ყოველთვის გაამხნევეთ ერთმანეთი!საგუშაგო კოშკი — 2016 | ნოემბერი
-
-
შვილები თავს ბედნიერად გრძნობენ, როცა თბილი სიტყვებით ვამხნევებთ (იხილეთ აბზაცი 14)
ანდრეასი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ამბობს: „გამხნევება შვილების სულიერ და ემოციურ ზრდას უწყობს ხელს. რჩევასთან ერთად გამხნევება საუკეთესო შედეგს იძლევა. შვილებმა იციან, რა არის სწორი, მაგრამ სწორად მოქცევა მხოლოდ მუდმივი გამხნევების შედეგად ხდება მათთვის ჩვეულებრივი რამ“.
-