საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ უნდა ვიკრიბებოდეთ თაყვანსაცემად?
    საგუშაგო კოშკი — 2016 | აპრილი
    • 6. როგორ გამხნევებს და გაძლიერებს ქრისტიანული შეხვედრები?

      6 შეხვედრები გამხნევებს. ქვეყნიერებამ შეიძლება გონება დაგიბინძუროს, ემოციურად გამოგფიტოს და სულიერად დაგასუსტოს. კრების შეხვედრები კი პირიქით, გამხნევებს და გაძლიერებს (წაიკითხეთ საქმეების 15:30—32). შეხვედრებზე ხშირად განვიხილავთ, თუ როგორ შესრულდა და როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ეს, ალბათ, კიდევ უფრო გარწმუნებს, რომ იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველებები მომავალშიც შესრულდება. შენ მხოლოდ ის ძმები როდი გამხნევებენ, რომლებიც სცენიდან საუბრობენ. შენ თანაქრისტიანების კომენტარები და მათ მიერ მთელი გულით ნამღერიც გამხნევებს (1 კორ. 14:26). კრებამდე და კრების შემდეგ და-ძმებთან ურთიერთობა ხომ გმატებს ძალებს და ხომ გაგრძნობინებს, რომ მზრუნველი საძმოს წევრი ხარ?! (1 კორ. 16:17, 18).

  • რატომ უნდა ვიკრიბებოდეთ თაყვანსაცემად?
    საგუშაგო კოშკი — 2016 | აპრილი
    • რა მიიღწევა კრების შეხვედრებზე ჩვენი დასწრებით?

      8. როგორ ვეხმარებით თანაქრისტიანებს, როცა კრების შეხვედრებს ვესწრებით, კომენტარებს ვაკეთებთ და სამეფოს სიმღერებს ვმღერით? (იხილეთ ჩარჩო: „ის კრებიდან ყოველთვის გამხნევებული ბრუნდება“).

      8 შეხვედრებზე და-ძმებისადმი სიყვარულის გამოხატვის საშუალება გვეძლევა. კარგია, თუ დავფიქრდებით, რა სირთულეებთან უწევს ჭიდილი ზოგ თანაქრისტიანს ჩვენს კრებაში. პავლე მოციქულმა თანამორწმუნეებს მისწერა: „ყურადღებიანები ვიყოთ“. შემდეგ იქვე განმარტა, თუ როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება: „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრ. 10:24, 25). როცა ქრისტიანულ შეხვედრებს ვესწრებით, ამით ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ, დრო დავუთმოთ თანაქრისტიანებს და მათ მიმართ ყურადღება გამოვიჩინოთ. თანაქრისტიანებს გულწრფელი კომენტარებითა და სამეფოს სიმღერების მღერითაც ვამხნევებთ (კოლ. 3:16).

      9, 10. ა) რისკენ აღგვძრავს იოანეს 10:16-ში ჩაწერილი სიტყვები? ახსენით. ბ) რა გავლენას ახდენს კრების შეხვედრებზე ჩვენი სისტემატური დასწრება მათზე, ვისი ოჯახის წევრებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან?

      9 შეხვედრები გვაერთიანებს (წაიკითხეთ იოანეს 10:16). იესომ საკუთარი თავი მწყემსად მოიხსენია, თავისი მიმდევრები კი — სამწყსოდ. დავუშვათ ორი ცხვარი მთაზე ძოვს, ორი ბარში, ერთიც — სადღაც სხვაგან. ჩაითვლებიან ეს ცხვრები ერთ სამწყსოდ? რა თქმა უნდა, არა. როგორც წესი, ფარაში ცხვრები ერთად არიან და მათ მწყემსი მეთვალყურეობს. ჩვენც, როგორც ქრისტეს სამწყსოს წევრები, ერთად უნდა ვიყოთ. თუ „ფარას“ დავშორდებით, ჩვენს მწყემსს ვეღარ გავყვებით. დიახ, ქრისტიანები ერთად უნდა ვიკრიბებოდეთ, რათა ვიყოთ „ერთ სამწყსოში“, რომელსაც „ერთი მწყემსი“ ჰყავს.

      10 როდესაც კრების შეხვედრებს ვესწრებით, ამით ხელს ვუწყობთ ერთობას (ფსალმ. 133:1). ჩვენი თანაქრისტიანებიდან ზოგი მშობლებმა და დედმამიშვილებმა რწმენის გამო გარიყეს. თუმცა მათ იესო დაჰპირდა, რომ სულიერ ოჯახში გააერთიანებდა, სადაც სიყვარული და მზრუნველობა არ მოაკლდებოდათ (მარ. 10:29, 30). თუ კრების შეხვედრებს სისტემატურად დავესწრებით, ამ ძვირფას ადამიანებს დედობას, მამობას, ძმობასა და დობას გავუწევთ. განა ეს არ აღგვძრავს, ყოველი ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ კრების არც ერთი შეხვედრა არ გავაცდინოთ?!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება