-
შეინარჩუნეთ ერთგულება „დიდი გასაჭირის“ დროსსაგუშაგო კოშკი — 2019 | ოქტომბერი
-
-
12. როგორ გვამზადებს „ერთგული და გონიერი მონა“ დიდი გასაჭირისთვის?
12 „ერთგული და გონიერი მონა“ დღესვე გვამზადებს დიდი გასაჭირისთვის, რათა ერთგულება შევინარჩუნოთ (მათ. 24:45). ის ამისთვის არაერთ საშუალებას იყენებს. მაგრამ ამჯერად 2016—2018 წლებში გამართული კონგრესების მთავარ თემებზე ვიმსჯელოთ. გასული წლების კონგრესებზე იმ თვისებების განვითარებისკენ წაგვახალისეს, რომლებიც იეჰოვას დღის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად დაგვჭირდება. მოდი მოკლედ ვისაუბროთ ამ თვისებებზე.
განივითარეთ ერთგულება, მოთმინება და გაბედულება
დღესვე მოემზადეთ, რომ გადაურჩეთ „დიდ გასაჭირს“ (იხილეთ აბზაცები 13—16)h
13. როგორ შეგვიძლია ერთგულების განვითარება და რატომ არის ამის გაკეთება დღესვე აუცილებელი?
13 ერთგულება: 2016 წლის რეგიონულმა კონგრესმა „ბოლომდე უერთგულეთ იეჰოვას!“ დაგვანახვა, რომ ერთგულების შენარჩუნებისთვის იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაა საჭირო. აგრეთვე შეგვახსენა, რომ ღმერთთან დაახლოებაში მთელი გულით ლოცვა და ბიბლიის საფუძვლიანი კვლევა გვეხმარება. ეს ძალას გვმატებს, რომ ერთი შეხედვით დაუძლეველი დაბრკოლებები გადავლახოთ. რაც მეტად უახლოვდება სატანის ქვეყნიერება თავის აღსასრულს, მით მეტად მოველით, რომ ღვთისა და მისი სამეფოსადმი ჩვენი ერთგულება განსაკუთრებული სახით გამოიცდება. როგორც ჩანს, იეჰოვას ხალხი მაშინაც იქნება დაცინვის ობიექტი იმის გამო, რომ ნეიტრალურ პოზიციას ვინარჩუნებთ და არაფერში ვუბამთ მხარს სატანის ქვეყნიერებას (2 პეტ. 3:3, 4). ამიტომ დღესვე უნდა განვივითაროთ ერთგულება, რომ დიდი გასაჭირის დროსაც შევძლოთ ამ თვისების გამოვლენა.
-
-
შეინარჩუნეთ ერთგულება „დიდი გასაჭირის“ დროსსაგუშაგო კოშკი — 2019 | ოქტომბერი
-
-
15. როგორ განვივითაროთ მოთმინება და რატომ არის ამის გაკეთება დღესვე მნიშვნელოვანი?
15 მოთმინება: 2017 წლის რეგიონულმა კონგრესმა „ბოლომდე მოითმინეთ!“ განსაცდელების ასატანად მოგვამზადა. აგრეთვე დაგვანახვა, რომ ჩვენი მოთმინება გარემო პირობებზე კი არა, იეჰოვასადმი მინდობაზეა დამოკიდებული (რომ. 12:12). მოდი ყოველთვის გვახსოვდეს იესოს დაპირება: „ბოლომდე მომთმენი გადარჩება“ (მათ. 24:13). ასე რომ, არაფერს უნდა დავრთოთ ნება, იეჰოვასადმი ერთგულება დაგვათმობინოს. თუ განსაცდელების დროს დღესვე გამოვავლენთ მოთმინებას, რწმენა განგვიმტკიცდება, რაც დიდი გასაჭირის დროს ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
16. რაზეა დამოკიდებული ჩვენი გაბედულება და როგორ შეგვიძლია დღესვე განვივითაროთ ეს თვისება?
16 გაბედულება: 2018 წლის რეგიონულმა კონგრესმა „იყავით გაბედულები!“ შეგვახსენა, რომ გაბედულება ჩვენს შესაძლებლობებზე არ არის დამოკიდებული. მოთმინების მსგავსად, გაბედულების გამოვლენაში იეჰოვაზე მინდობა გვეხმარება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად მივენდოთ ღმერთს? ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ბიბლია და ვიფიქროთ, როგორ იხსნიდა იეჰოვა ძველ დროში თავის მსახურებს (ფსალმ. 68:20; 2 პეტ. 2:9). როცა დიდი გასაჭირის დროს ერები ჩვენ წინააღმდეგ გაილაშქრებენ, გაბედულება და იეჰოვაზე მინდობა ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს (ფსალმ. 112:7, 8; ებრ. 13:6). თუ დღესვე მივენდობით იეჰოვას, გოგის თავდასხმასაც გაბედულად შევხვდებით.e
-