საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w96 6/1 გვ. 32
  • საიდან იღებენ ძალას?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • საიდან იღებენ ძალას?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
w96 6/1 გვ. 32

საიდან იღებენ ძალას?

თუ ამ პეპელას დაუკვირდები, დაინახავ, რომ ოთხიდან ერთ-ერთი ფრთა საერთოდ გამოუყენებელი აქვს. მიუხედავად ამისა, პეპელა მაინც იკვებება და დაფრინავს. ეს გამონაკლისი არ არის. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფრთის ქერცლის 70 პროცენტის დაკარგვის მიუხედავად, პეპლები აგრძელებენ ყოველდღიურ მოქმედებას.

მსგავსად, მრავალი ადამიანი ავლენს ურყევ სულისკვეთებას. მკაცრი ფიზიკური და ემოციური პრობლემებისგან ტანჯვის მიუხედავად, ისინი არ ნებდებიან (შეადარე 2 კორინთელთა 4:16).

მისიონერული მოგზაურობების დროს მოციქულმა პავლემ პირადად გადაიტანა დიდი სიძნელეები. ის გაროზგეს, სცემეს, ჩაქოლეს და დააპატიმრეს. ამასთანავე, მას რაღაც უძლურება ტანჯავდა, შესაძლოა, თვალებთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც მისთვის მუდმივი „ეკალი“ იყო „სხეულში“ (2 კორინთელთა 12:7–9; გალატელთა 4:15).

ქრისტიან უხუცესს, სახელად დავითს, რომელიც რამდენიმე წელი დეპრესიის სასტიკ შეტევებს ებრძოდა, სწამს, რომ ასეთი მდგომარეობიდან ის უმთავრესად იეჰოვას ძალამ გამოიყვანა. „ხშირად მეჩვენებოდა, რომ ძლივს მიღწეული წინსვლა სადღაც ქრებოდა, — ხსნის ის. — ასეთი სიძნელეების დროს მე სრულიად მივენდე იეჰოვას და ის ნამდვილად მხარში ამომიდგა. ზოგჯერ საათობით ვლოცულობდი. როცა იეჰოვას ველაპარაკებოდი, მარტოობისა და არარაობის გრძნობა მიქრებოდა. დიდი სისუსტის დღეები გადავიტანე, მაგრამ, მადლობა იეჰოვას, ამ სისუსტეებმა ძალა შემმატა — ძალა, რომელიც სხვების დასახმარებლადაც კი მყოფნის“.

იეჰოვა ღმერთმა გააძლიერა პავლე. ამიტომ მას შეეძლო, ეთქვა: „როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელთა 12:10). დიახ, სისუსტეებმა ასწავლა პავლეს ღმერთისგან გაძლიერებაზე მინდობა. „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“, — თქვა მოციქულმა (ფილიპელთა 4:13). იეჰოვა ნამდვილად აძლიერებს თავის მსახურებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება