საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სად ვპოვოთ ჭეშმარიტი ნუგეში?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მაისი
    • დახმარება ურთულეს მდგომარეობაში

      15. ა) რა სირთულეებს ხვდებოდნენ და ხვდებიან ქრისტიანები? ბ) რატომ სჭირდება ზოგჯერ გამხნევება მას, ვინც თვითონ ამხნევებს სხვებს?

      15 ყველა, ვინც იეჰოვას მსახური ხდება და მისადმი ერთგულებას ინარჩუნებს, ამა თუ იმ ფორმით დევნას განიცდის (2 ტიმოთე 3:12). ბევრი ქრისტიანი განსაკუთრებულად რთულ მდგომარეობაში ვარდება. ჩვენს დროში ზოგმა საკუთარ თავზე გამოსცადა ბრბოს თავდასხმები. ზოგს არაადამიანური პირობების ატანა მოუწია საკონცენტრაციო ბანაკებში, ციხეებსა თუ შრომა-გასწორების კოლონიებში. ხშირად, უშუალოდ მთავრობაა მდევნელი ან ის უბრალოდ პასუხს არ აგებინებს კანონის დამრღვევებს ძალადობაზე.

  • სად ვპოვოთ ჭეშმარიტი ნუგეში?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მაისი
    • 16. რა დახმარება მიიღო დავითმა დიდ გასაჭირში?

      16 როდესაც მეფე საული დავითის მოკვლას ცდილობდა, დავითმა ღმერთს მიმართა დახმარებისთვის. „ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა“, — ევედრებოდა ის იეჰოვას. „შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს“, — ითხოვდა დავითი (ფსალმუნები 53:4, 6; 56:2). დაეხმარა მას ღმერთი? დიახ. იმ პერიოდში იეჰოვამ წინასწარმეტყველი გადისა და აბიათარ მღვდლის მეშვეობით გადასცა მას მითითებები, ხოლო საულის ვაჟის, იონათანის, მეშვეობით გაამხნევა (1 მეფეთა 22:1, 5; 23:9—13, 16—18). გარდა ამისა, იეჰოვამ დაუშვა, რომ ქვეყანას თავს დასხმოდნენ ფილისტიმელები, რის გამოც საულმა თავი დაანება დავითის დევნას (1 მეფეთა 23:27, 28).

      17. ვის მიმართა იესომ დახმარებისთვის რთულ მდგომარეობაში?

      17 ურთულეს მდგომარეობაში იყო იესო ქრისტეც დადამიწაზე მსახურების უკანასკნელ პერიოდში. მას კარგად ესმოდა, რამდენად დიდ გავლენას მოახდენდა მისი მოქმედება ზეციერი მამის სახელზე და რამდენად დიდი მნიშვნელობა ექნებოდა კაცობრიობის მომავლისთვის. ის გულმხურვალედ ლოცულობდა და ამ დროს ემოციურ ‘ტანჯვას’ განიცდიდა. ამ ურთულეს მომენტში ღმერთმა იესოს საჭირო დახმარება აღმოუჩინა (ლუკა 22:41—44).

      18. როგორ ანუგეშებდა ღმერთი პირველ ქრისტიანებს, რომლებიც სასტიკად იდევნებოდნენ?

      18 პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ იმდენად სასტიკი დევნა დაიწყო, რომ მოციქულების გარდა იერუსალიმიდან ყველა ქრისტიანი გაიქცა. მათ თავს ესხმოდნენ და საკუთარი სახლებიდან ძალით გამოჰყავდათ, როგორც მამაკაცები, ისე ქალები. როგორ ანუგეშებდა ღმერთი თავის მსახურებს? ის თავისი სიტყვის მეშვეობით არწმუნებდა ქრისტიანებს, რომ მათ „უკეთესი და წარუვალი საუნჯე“ ჰქონდათ, ანუ ზეცაში ქრისტეს თანამემკვიდრენი იყვნენ (ებრაელთა 10:34; ეფესელთა 1:18—20). ისინი ქადაგებას განაგრძობდნენ და აშკარად გრძნობდნენ ღვთის სულის დახმარებას, რაც ნამდვილად იყო სიხარულის მიზეზი (მათე 5:11, 12; საქმეები 8:1—40).

      19. რა თქვა პავლემ ღვთის მიერ ნუგეშისცემის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად იდევნებოდა?

      19 სავლე (პავლე), ქრისტიანების სასტიკი მდევნელი, ქრისტიანობის მიღების შემდეგ თვითონ გახდა დევნილი. ერთხელ, კუნძულ კვიპროსზე ერთი ჯადოქარი სიცრუითა და უფლის გზების გამრუდებით შეეცადა ქადაგებისას მისთვის ხელის შეშლას. გალატიაში პავლე ქვებით ჩაქოლეს მდევნელებმა და მიატოვეს, რადგან ეგონათ, რომ მოკვდა (საქმეები 13:8—10; 14:19); მაკედონიაში გაჯოხეს (საქმეები 16:22, 23); ეფესოში კი ბრბოს თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც დაწერა: „გაუსაძლისად . . . გვავიწროებდნენ, ისე რომ, სიცოცხლის იმედიც აღარ გვქონდა. ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს სასიკვდილო განაჩენი გვქონდა გამოტანილი“ (2 კორინთელთა 1:8, 9, აქ). მიუხედავად ამისა, ამავე წერილში პავლემ ის მანუგეშებელი სიტყვები დაწერა, რომლებიც ამ სტატიის მე-2 აბზაცში იყო ციტირებული (2 კორინთელთა 1:3, 4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება