საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დევნამ ვერ შეარყია მათი რწმენა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მარტი
    • 23 წლის განმავლობაში ფრიდა ორი დიქტატორული რეჟიმის დროს იდევნებოდა. „ნაცისტები ჩემს ფიზიკურად განადგურებას ცდილობდნენ, ხოლო კომუნისტები — სულიერად. სად ვპოულობდი ამის ასატანად ძალას? ეს შემაძლებინა თავისუფლებაში ყოფნის დროს ბიბლიის რეგულარულმა შესწავლამ, ცალკე საკანში გამუდმებულმა ლოცვამ, ნებისმიერი შესაძლებლობისას თანამორწმუნეებთან ურთიერთობამ და სხვებისთვის ჩემი მრწამსის გაზიარებამ“.

  • დევნამ ვერ შეარყია მათი რწმენა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მარტი
    • ადამის დისკრიმინაცია 70-იანი წლების შუა პერიოდამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის უკვე 35 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბიბლიის მკვლევარებმა პირველად მოინახულეს მისი მშობლები. ამ ხნის მანძილზე მას მთლიანობაში 23 წელი ჰქონდა მისჯილი, ექვსჯერ იყო გასამართლებული და, სულ მცირე, ათ ციხესა და ბანაკში ჰქონდა სასჯელი მოხდილი. მან დევნის რამდენიმე ტალღა აიტანა: ფაშისტური რეჟიმი ომამდელ უნგრეთში, გერმანული ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი სერბიაში და კომუნისტური რეჟიმი ცივი ომის პერიოდში უნგრეთში.

      ადამი დღემდე მშობლიურ ქალაქ პაკსში ცხოვრობს და ღმერთს ერთგულად ემსახურება. ჰქონდა მას რაიმე უჩვეულო უნარი, რამაც ასეთი სირთულეები აატანინა და რწმენისათვის ბრძოლაში გაამარჯვებინა? სულაც არა. ის გვიყვება:

      «ძალიან დამეხმარა ბიბლიის შესწავლა, ლოცვა და თანამორწმუნეებთან ურთიერთობა. აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ორი ფაქტორი. პირველი: იეჰოვაა ძალის წყარო. მასთან ახლო ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის მაშველი რგოლის მსგავსი იყო. მეორე: ყოველთვის მახსოვდა რომაელთა მე-12 თავი, სადაც ნათქვამია: „შურს ნუ იძიებთ თქვენთვის“. ასე რომ, წყენა გულში არასოდეს ჩამიდია. რამდენჯერმე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი მდევნელებისთვის სამაგიერო მიმეზღო, მაგრამ ასეთი შესაძლებლობებით არასოდეს მისარგებლია. იეჰოვას მიერ მოცემული ძალა არასოდეს უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ბოროტებაზე ბოროტებით ვუპასუხოთ».

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება