საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იდექი რწმენაში!
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ნოემბერი
    • როგორც ქრისტიანებს, ჩვენ გვდევნიან და „სხვადასხვა განსაცდელში ვცვივდებით“. მაგრამ, თუ გვახსოვს, რომ განსაცდელის ატანა ჩვენი რწმენის განმამტკიცებელია, მაშინ ‘ყოველგვარ სიხარულად’ ჩავთვლით განსაცდელში ჩაცვენას. თუ განსაცდელისას ღვთის წინაშე უმწიკვლოებას შევინარჩუნებთ, ეს ხანგრძლივ ბედნიერებას მოგვიტანს.

      5. რა შეიძლება შედიოდეს ჩვენს განსაცდელში და რა ხდება, როცა წარმატებით ვიტანთ მათ?

      5 ჩვენს განსაცდელში კაცობრიობისთვის ჩვეული უბედურებები შედის. მაგალითად, შეიძლება ცუდმა ჯანმრთელობამ ძალა გამოგვაცალოს. დღეს ღმერთი არ ახდენს სასწაულებრივ განკურნებებს, მაგრამ ის გვპასუხობს ლოცვებზე, რომლებშიც ვთხოვთ სიბრძნეს და დაავადებასთან გასამკლავებლად საჭირო სულის სიმტკიცეს (ფსალმუნი 40:2–4). ჩვენ, იეჰოვას დევნილი მოწმეები, სიმართლის ძიებისთვისაც ვიტანჯებით (1 პეტრე 3:14; 2 ტიმოთე 3:12). ასეთი განსაცდელის წარმატებით ატანა ამტკიცებს ჩვენს რწმენას, ის ‘გამოცდილი’ ხდება. რწმენის გამარჯვებები კი „მოთმინებას შობს“. ხოლო განსაცდელით განმტკიცებული რწმენა მომავალი გამოცდების გადატანაში დაგვეხმარება.

      6. როგორ შეიძლება „მოთმინებას. . . ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება“ და რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება განსაცდელისას?

      6 „მოთმინებას კი, — ამბობს იაკობი, — ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება“. თუ არ ვიჩქარებთ და არაბიბლიური საშუალებებით არ ვეცდებით განსაცდელის სწრაფად შეწყვეტას, მაშინ მოთმინება ისე ‘იმოქმედებს’, რომ სრულქმნილ, რწმენით სავსე, ქრისტიანებად გაგვხდის. რასაკვირველია, თუ განსაცდელი ჩვენს რომელიმე სუსტ მხარეს ავლენს, მის დაძლევაში დასახმარებლად იეჰოვას უნდა მივმართოთ. რა შეიძლება ითქვას სექსუალური უზნეობის ჩადენის განსაცდელზე? ვილოცოთ პრობლემის შესახებ და შემდეგ ლოცვის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ღვთის წინაშე უმწიკვლოების შესანარჩუნებლად შეიძლება სამუშაო ადგილის შეცვლა ან სხვა ნაბიჯების გადადგმა გახდეს საჭირო (დაბადება 39:7–9; 1 კორინთელთა 10:13).

  • განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იდექი რწმენაში!
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ნოემბერი
    • ნეტარია განსაცდელის გადამტანი

      11. როგორი მომავალი ელით მათ, რომლებიც განსაცდელისას მტკიცედ დგანან რწმენაში?

      11 მდიდრები ვართ თუ ღარიბები, ბედნიერები მხოლოდ მაშინ ვიქნებით, თუ განსაცდელს გადავიტანთ (იაკობი 1:12–15). თუ განსაცდელს რწმენის შეუბღალავად ვიტანთ, შეიძლება ნეტარი გვეწოდოს, რადგან ღვთის თვალში სწორად მოქმედება სიხარულის მომტანია. სიკვდილამდე რწმენაში მტკიცედ დგომის შედეგად სულით ცხებული ქრისტიანები „სიცოცხლის გვირგვინს“, ზეცაში უკვდავებას, ღებულობენ (გამოცხადება 2:10; 1 კორინთელთა 15:50). თუ დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს და ღვთისადმი რწმენას ვინარჩუნებთ, შეგვიძლია ველოდოთ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულ სიცოცხლეს (რომაელთა 6:23). რა კეთილია იეჰოვა ყველას მიმართ, ვინც მისადმი რწმენას ავლენს!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება