-
როგორ უნდა ვუყურებდეთ განსაცდელებს?საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 სექტემბერი
-
-
განსაცდელები სხვა მნიშვნელოვანი თვისების — მოთმინების — განვითარებაშიც გვეხმარება. მოწაფე იაკობმა თქვა: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს“ (იაკობი 1:2, 3). იეჰოვაზე სრული მინდობით რამდენიმე გამოცდის წარმატებით გადატანა სიმტკიცეს, ერთგულებასა და უმწიკვლობას ავითარებს. ეს გვაძლიერებს, რომ სატანის, ამ წუთისოფლის განრისხებული ღმერთის მორიგ თავდასხმას გავუძლოთ (1 პეტრე 5:8—10; 1 იოანე 5:19; გამოცხადება 12:12).
-
-
როგორ უნდა ვუყურებდეთ განსაცდელებს?საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 სექტემბერი
-
-
განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებას ჩვენთვისაც დიდი კურთხევები მოაქვს. მათ შესახებ, ვისაც ზეციერი იმედი აქვთ, ბიბლია ამბობს: „ნეტარია განსაცდელის გადამტანი კაცი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თავის მოყვარულთ“ (იაკობი 1:12).
-