საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ გამოგვაქვს „ბევრი ნაყოფი“
    საგუშაგო კოშკი — 2018 | მაისი
    • 17, 18. ა) რომელი ძღვენია მოხსენიებული იოანეს 15:16-ში? ბ) როგორ დაეხმარებოდა ეს ძღვენი იესოს მოწაფეებს? გ) რა და რა ძღვენი გვაძლიერებს დღეს?

      17 ლოცვებზე პასუხი. იესომ თქვა: „რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, [მოგცემთ]“ (იოან. 15:16). ეს დაპირება ნამდვილად შემატებდა ძალას მოციქულებს.a მათ ბოლომდე არ ესმოდათ, რომ მათი მოძღვარი მალე დედამიწაზე ცხოვრებას დაასრულებდა. ამიტომ, როცა ეს მოხდა, ისინი შეიძლება მიტოვებულად გრძნობდნენ თავს. თუმცა ისინი მარტონი არ იყვნენ, რადგან იეჰოვა ყოველთვის მზად იყო, პასუხი გაეცა მათ ლოცვებზე და დახმარებოდა სამქადაგებლო საქმის შესრულებაში. მოციქულებმა ძალიან მალე იგრძნეს, რომ იეჰოვამ უპასუხა მათ ლოცვებს და დაეხმარა (საქ. 4:29, 31).

      და ლოცვაში ღმერთს დახმარებას სთხოვს

      დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა პასუხობს ჩვენს ლოცვებს, როცა დახმარებას ვთხოვთ (იხილეთ აბზაცი 18)

      18 ეს დღესაც ასეა. როცა მოთმინებით გამოგვაქვს ნაყოფი, იესოს მეგობრებად ვრჩებით. უფრო მეტიც, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვიპასუხებს ლოცვებზე და დაგვეხმარება იმ სირთულეების გადალახვაში, რომელთაც სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს ვხვდებით (ფილ. 4:13). რა ბედნიერებაა, რომ ღმერთი გვპასუხობს ლოცვებზე და გვაქვს იესოსთან მეგობრობის შესაძლებლობა! იეჰოვასგან ბოძებული სხვადასხვა ძღვენი ძალას გვაძლევს, რომ ნაყოფი გამოვიღოთ (იაკ. 1:17).

  • რატომ გამოგვაქვს „ბევრი ნაყოფი“
    საგუშაგო კოშკი — 2018 | მაისი
    • a მოციქულებთან საუბრის დროს იესომ არაერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ მათი ლოცვები შესმენილი იქნებოდა (იოან. 14:13; 15:7, 16; 16:23).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება