საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
    • 4. ვინ არის ქალის შთამომავალი და რას გააკეთებს ის?

      4 ედემში ამბოხების შემდეგ მალევე იეჰოვამ თქვა, რომ „ქალი“ წარმოშობდა „შთამომავალს“a (წაიკითხეთ დაბადების 3:15). ეს შთამომავალი თავს გაუჭეჭყავდა გველს ანუ სატანას. მოგვიანებით იეჰოვამ გაამჟღავნა, რომ ის იქნებოდა აბრაამის შთამომავალი ისრაელი ერიდან, იუდას ტომიდან და მეფე დავითის სამეფო ხაზიდან (დაბ. 22:15—18; 49:10; ფსალმ. 89:3, 4; ლუკ. 1:30—33). შთამომავლის მთავარი ნაწილი გახდა ქრისტე იესო (გალ. 3:16). ამ შთამომავლის სხვა ნაწილს კი შეადგენენ ქრისტიანული კრების სულითცხებული წევრები (გალ. 3:26—29). იესო და ეს ცხებული ქრისტიანები წარმოადგენენ ღვთის სამეფოს, რომელსაც ღმერთი გამოიყენებს სატანის გასანადგურებლად (ლუკ. 12:32; რომ. 16:20).

      5, 6. ა) რამდენი ძლევამოსილი მმართველობა მოიხსენიეს დანიელმა და იოანემ? ბ) რას განასახიერებს „გამოცხადებაში“ აღწერილი მხეცის თავები?

      5 ედემში წარმოთქმულ პირველ წინასწარმეტყველებაში აღნიშნული იყო, რომ სატანასაც ეყოლებოდა „შთამომავალი“. ეს შთამომავალი მტრად ექცეოდა და შეიძულებდა ქალის შთამომავალს. ვინ არის გველის შთამომავალი? ყველა, ვისაც სატანის მსგავსად სძულს ღმერთი და ეწინააღმდეგება მის ხალხს. ისტორიის განმავლობაში სატანამ არაერთ მმართველობას ანუ სამეფოს ჩაუყარა საფუძველი (ლუკ. 4:5, 6).

  • იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
    • 7. რა არის წარმოდგენილი პირველი თავით და რატომ?

      7 მხეცის პირველი თავით წარმოდგენილია ეგვიპტე. რატომ? იმიტომ, რომ ეგვიპტე იყო პირველი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ღვთის ხალხის მტერი გახდა. აბრაამის შთამომავლობა, რომლისგანაც ქალის აღთქმული შთამომავალი უნდა წარმოშობილიყო, ეგვიპტეში გამრავლდა. მოგვიანებით ეგვიპტელებმა ისრაელების ჩაგვრა დაიწყეს. სატანამ სცადა აღთქმული შთამომავლის მოსვლამდე ღვთის ხალხის განადგურება. როგორ? იმით, რომ აღძრა ფარაონი, დაეხოცა ყველა ახალშობილი ისრაელი ბიჭუნა. იეჰოვამ ხელი შეუშალა სატანის ამ ჩანაფიქრს და გაათავისუფლა თავისი ხალხი ეგვიპტის მონობიდან (გამ. 1:15—20; 14:13). მოგვიანებით მან ისრაელები აღთქმულ მიწაზე დაამკვიდრა.

  • იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
    • 8. რას განასახიერებს მეორე თავი და რის გაკეთებას შეეცადა ის?

      8 მხეცის მეორე თავით წარმოდგენილია ასურეთი. ღვთის ხალხის მოსპობა ამ ძლიერმა სამეფომაც სცადა. მართალია, იეჰოვამ ასურეთი გამოიყენა ათტომიანი სამეფოს დასასჯელად კერპთაყვანისმცემლობისა და მოჯანყე სულის გამო, მაგრამ ასურეთმა შემდეგ იერუსალიმზეც მიიტანა იერიში. სატანას ალბათ მიზნად ჰქონდა ბოლო მოეღო სამეფო ხაზისთვის, რომლიდანაც საბოლოოდ იესო მოვიდოდა. ეს, რა თქმა უნდა, იეჰოვას განზრახვებში არ შედიოდა. ამიტომ მან გაანადგურა დამპყრობლები და სასწაულებრივად იხსნა თავისი ხალხი (2 მეფ. 19:32—35; ეს. 10:5, 6, 12—15).

  • იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
    • 13 იეჰოვამ გამოიყენა მიდია-სპარსეთის იმპერია, რომ შესრულებულიყო ბაბილონის დაცემისა და ისრაელების სამშობლოში დაბრუნების შესახებ წინასწარმეტყველება (2 მატ. 36:22, 23). მაგრამ მოგვიანებით იმავე სამეფომ ლამის ძირფესვიანად მოსპო ღვთის ხალხი. წიგნი „ესთერი“ გვამცნობს, რომ სპარსეთის ყველაზე გავლენიანმა მთავარმა ჰამანმა მზაკვრული გეგმა შეიმუშავა. მან მთელ სპარსეთის იმპერიაში მცხოვრები იუდეველების განადგურება გადაწყვიტა და კონკრეტული თარიღიც კი დანიშნა. იეჰოვამ ამჯერადაც დაიცვა თავისი ხალხი და სატანის შთამომავლის გეგმა ჩაშალა (ესთ. 1:1—3; 3:8, 9; 8:3, 9—14).

  • იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
    • მაგრამ ძვ. წ. მეორე საუკუნეში საბერძნეთი, მხეცის მეხუთე თავი, თავს დაესხა ღვთის ხალხს. ალექსანდრეს ოთხად გაყოფილი იმპერიის ერთმა მმართველმა ანტიოქე IV-მ იერუსალიმის ტაძარში წარმართული სამსხვერპლო ააგო და იუდეველთა რელიგიის მიმდევრებს სიკვდილით სჯიდა. რა საშინელი საქციელი იყო ეს სატანის შთამომავლის მხრიდან! მაგრამ მალე საბერძნეთის ადგილს სხვა მსოფლიო იმპერია დაიკავებდა.

  • იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
    • 17. რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეექვსე თავმა დაბადების 3:15-ის შესრულებაში?

      17 როცა იოანემ მხეცის შესახებ ხილვა ნახა, მსოფლიოში გაბატონებული მდგომარეობა რომს ეკავა (გამოცხ. 17:10). ამ მეექვსე თავმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულებაში. სატანამ რომაელი მმართველები გამოიყენა, რომ ქალის შთამომავალი „ქუსლში დაეგესლა“. როგორ? ისინი შეეცადნენ, იესოსთვის ამბოხებაში დაედოთ ბრალი და სიკვდილით დასაჯეს (მათ. 27:26). მაგრამ სატანისგან „დაგესვლა“ დროებითი იყო, ვინაიდან იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იესო.

      18. ა) რომელი ახალი ერი აირჩია იეჰოვამ და რატომ? ბ) როგორ განაგრძობდა გველის შთამომავალი ქალის შთამომავლისადმი მტრობას?

      18 ისრაელის რელიგიურმა წინამძღოლებმა რომთან პირი შეკრეს და იესოს წინააღმდეგ ამხედრდნენ. იუდეველების უმეტესობამ უარყო კიდეც ქრისტე. ამიტომ იეჰოვამ უარყო ებრაელები, როგორც თავისი ხალხი (მათ. 23:38; საქ. 2:22, 23). მან აირჩია ახალი ერი, „ღვთის ისრაელი“ (გალ. 3:26—29; 6:16). ეს ერი წარმოადგენდა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებას, რომლის წევრებიც იყვნენ როგორც ებრაელები, ისე უცხოტომელები (ეფეს. 2:11—18). იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გველის შთამომავალი განაგრძობდა ქალის შთამომავლისადმი მტრობას. რომი არაერთხელ შეეცადა, მოესპო ქრისტიანული კრება, შთამომავლის სხვა ნაწილი.c

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება