საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა უნდა იცოდეთ ეპილეფსიაზე?
    გამოიღვიძეთ! — 2013 | ოქტომბერი
    • როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვხედავთ, რომ ვიღაცას დიდი ეპილეფსიური გულყრა დაეწყო? ერთ სამედიცინო ენციკლოპედიაში ნათქვამია: „უნდა დაელოდოთ, სანამ ადამიანს შეტევა არ გაუვლის, ამავდროულად, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის სუნთქავს და არანაირი საფრთხე არ ემუქრება“. იმავე წიგნში აღნიშნულია, რომ „სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უნდა გამოუძახოთ იმ შემთხვევაში, თუ: შეტევა ხუთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, პირველი შეტევიდან მალევე განმეორდა მეორე შეტევა ან ავადმყოფი გონს ვერ მოდის გულყრიდან რამდენიმე წუთში“ (The Encyclopedia of the Brain and Brain Disorders).

      როგორ აღმოვუჩინოთ პირველი დახმარება ადამიანს ეპილეფსიური შეტევის დროს? თავქვეშ ბალიში ან რბილი საგანი ამოუდეთ, მოაცილეთ ბასრი საგნები, რომლებმაც შეიძლება ტრავმა მიაღებინოს. როცა კრუნჩხვები გადაუვლის, გვერდზე გადააბრუნეთ, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

      რა უნდა გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც ავადმყოფს ცნობიერება დაუბრუნდება? უპირველესად, დაარწმუნეთ ის, რომ ყველაფერი კარგად არის. შემდეგ დაეხმარეთ წამოდგომაში და გაიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც შეძლებს დასვენებას. შეტევის შემდეგ ბევრს არეული გამომეტყველება აქვს და ძილი უნდება; ზოგი კი სწრაფადვე გამოდის მდგომარეობიდან და ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

  • რა უნდა იცოდეთ ეპილეფსიაზე?
    გამოიღვიძეთ! — 2013 | ოქტომბერი
    • როგორ უნდა მოიქცეთ

      კრუნჩხვები რომ გაუვლის . . .

      • ჩაიმუხლეთ მის წინ, მოხარეთ ავადმყოფის მკლავი იდაყვში, ისე რომ ხელი ზევით ჰქონდეს მიმართული

      • მეორე ხელი ნელ-ნელა მიადებინეთ ავადმყოფს თავის ლოყაზე

      • თქვენი მეორე ხელით მოხარეთ მისი მუხლი და ნელ-ნელა ავადმყოფი თქვენკენ გადმოხარეთ. შემდეგ მოხრილი ფეხი ისევ გაუსწორეთ, ისე რომ იატაკზე სწორად ედოს

      • თავი ისე დაადებინეთ, რომ ადვილად შეძლოს სუნთქვა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება