-
იეჰოვას კურთხევებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბასაგუშაგო კოშკი — 2019 | ივლისი
-
-
მოხსენებით გამოვდივარ კონგრესზე ასმერაში (1992 წელი)
კარგად მახსენდება ის პერიოდი, როცა 1992 წელს ასმერაში (ერიტრეა) კონგრესის ჩასატარებლად ვემზადებოდით. იმ დროს იქ ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო. სამწუხაროდ, ერთადერთი, რის პოვნაც შევძელით, უშნო ფარდული იყო, რომელიც შიგნიდან უფრო საშინლად გამოიყურებოდა, ვიდრე გარედან. კონგრესის დღეს გაოცებული ვიყავი, როგორ გარდაქმნეს და-ძმებმა ეს სიმახინჯე იეჰოვას თაყვანისცემისთვის შესაფერის ადგილად. ბევრმა ოჯახმა დეკორატიული ქსოვილები მოიტანა და უშნო ადგილებზე ჩამოაფარა. ყველანი ბედნიერები ვიყავით, რადგან კონგრესმა მშვენივრად ჩაიარა; მას 1 279 ადამიანი დაესწრო.
-