საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • 18. ა) რატომ თქვა მორდოქაიმ უარი, თაყვანი ეცა ჰამანისთვის? (იხილეთ სქოლიო) ბ) როგორ ჰბაძავენ დღეს ღვთის ერთგული მამაკაცები და ქალები მორდოქაის?

      18 ერთმა მამაკაცმა, სახელად ჰამანმა ახაშვეროშის სამეფო კარზე მაღალი მდგომარეობა დაიკავა. მეფემ ის თავის ყველა მთავარზე მეტად აღაზევა; ჰამანი იყო მეფის მთავარი მრჩეველი და მეორე კაცი მის სამეფოში. მეფემ ბრძანებაც კი გამოსცა, რომ ყველას, ვინც დაინახავდა ჰამანს, მდაბლად თაყვანი ეცა მისთვის (ესთ. 3:1—4). ამ ბრძანებას მორდოქაი ვერ დაემორჩილებოდა, რის გამოც არაერთ სირთულეს შეხვდებოდა. მან იცოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა მეფეს, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა დაერღვია ღვთის კანონი. როგორც ცნობილია, ჰამანი იყო აგაგელი. ის, როგორც ჩანს, აგაგის, ამალეკელი მეფის, შთამომავალი იყო, რომელიც ღვთის წინასწარმეტყველმა სამუელმა სიცოცხლეს გამოასალმა (1 სამ. 15:33). ამალეკელები იმდენად ბოროტები იყვნენ, რომ იეჰოვასა და ისრაელს გადაემტერნენ. ღმერთმა ამის გამო მსჯავრი დასდო ამალეკელებს (კან. 25:19).c როგორ შეეძლო ღვთის ერთგულ იუდეველ მსახურს თაყვანი ეცა ამალეკელი მმართველისთვის? მორდოქაი ამას არასდროს გააკეთებდა. დღესაც ღვთის ერთგული მსახურები საკუთარ სიცოცხლესაც კი იგდებენ საფრთხეში, რათა უერთგულონ ბიბლიურ პრინციპს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქ. 5:29).

      19. რის გაკეთება სურდა ჰამანს, და როგორ დაარწმუნა მეფე?

      19 ჰამანი გაცოფებული იყო. მას არა მარტო მორდოქაის სისხლი სწყუროდა, არამედ მისი ხალხის მთლიანად განადგურება სურდა. ჰამანი დაელაპარაკა მეფეს და იუდეველები ავისმზრახველ ხალხად დაუხასიათა. მას კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია, მაგრამ მეფეს უთხრა, რომ ისინი გაფანტული იყვნენ ხალხებში. უფრო უარესიც, როგორც მან თქვა, იუდეველები არ ემორჩილებოდნენ მეფის კანონებს და საშიშროებას უქმნიდნენ სამეფო კარს. ის მეფე ახაშვეროშს შეჰპირდა, რომ მის საგანძურში მიიტანდა დიდ თანხას, რომელიც საჭირო იქნებოდა მთელ იმპერიაში იუდეველების გასანადგურებლად.d ახაშვეროშმა ხელიდან წაიძრო ბეჭედი და მისცა ჰამანს, რათა ამ უკანასკნელს ყველა იმ ბრძანებისთვის დაესვა ბეჭედი, რომლის გამოცემასაც მოისურვებდა (ესთ. 3:5—10).

  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • c ჰამანი შეიძლება ერთ-ერთი უკანასკნელი ამალეკელი იყო, რადგან მათი „დარჩენილი ნაწილი“ მეფე ხიზკიას დროს განადგურდა (1 მატ. 4:43).

      d ჰამანმა მეფეს შესთავაზა 10 000 ვერცხლის ტალანტი, რომელიც დღეს ასობით მილიონი დოლარის ეკვივალენტია. თუ ახაშვეროში ქსერქსე I იყო, ჰამანის მიერ შეთავაზებული წინადადება მიმზიდველი იქნებოდა მისთვის. ქსერქსემ, როგორც ჩანს, ესთერზე დაქორწინებამდე დიდი სიმდიდრე დაკარგა ბერძნებთან დაუნდობელი ბრძოლის დროს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება