საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • ერთმა მამაკაცმა, სახელად ჰამანმა ახაშვეროშის სამეფო კარზე მაღალი მდგომარეობა დაიკავა. მეფემ ის თავის ყველა მთავარზე მაღლა დააყენა; ჰამანი იყო მეფის მთავარი მრჩეველი და მეორე კაცი მის სამეფოში. მეფემ ბრძანებაც კი გამოსცა, რომ ყველას, ვინც დაინახავდა ჰამანს, მდაბლად თაყვანი ეცა მისთვის (ესთერი 3:1—4). ეს ბრძანება მორდოქაის პრობლემას შეუქმნიდა, რადგან იცოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა მეფეს, მაგრამ არა ღვთის თაყვანისმცემლობის ხარჯზე. როგორც ცნობილია, ჰამანი იყო აგაგელი. ის, როგორც ჩანს, აგაგის, ამალეკელი მეფის შთამომავალი იყო, რომელიც ღვთის წინასწარმეტყველმა სამუელმა სიცოცხლეს გამოასალმა (1 სამუელი 15:33). ამალეკელები იმდენად ბოროტები იყვნენ, რომ იეჰოვასა და ისრაელს გადაემტერნენ. ღმერთმა ამის გამო მსჯავრი დასდო ამალეკელებს (კანონი 25:19).b როგორ შეეძლო ღვთის ერთგულ იუდეველ მსახურს თაყვანი ეცა ამალეკელი მმართველისთვის? მორდოქაი ამას არასდროს გააკეთებდა. დღესაც ღვთის ერთგული მსახურები საკუთარ სიცოცხლესაც კი იგდებენ საფრთხეში, შემდეგი ბიბლიური პრინციპის ერთგულნი რომ დარჩნენ: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქმეები 5:29).

      ჰამანი გაცოფებული იყო. მას არა მარტო მორდოქაის სისხლი სწყუროდა, არამედ მისი ხალხის მთლიანად განადგურება სურდა. ჰამანი დაელაპარაკა მეფეს და იუდეველები ავისმზრახველ ხალხად დაუხასიათა. მას კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია, მაგრამ მეფეს უთხრა, რომ ისინი გაფანტული იყვნენ ხალხებში. უფრო უარესიც, როგორც მან თქვა, იუდეველები არ ემორჩილებოდნენ მეფის კანონებს და საშიშროებას უქმნიდნენ სამეფო კარს. ის მეფე ახაშვეროშს შეჰპირდა, რომ მის საგანძურში მიიტანდა დიდ თანხას, რომელიც საჭირო იქნებოდა მთელ იმპერიაში იუდეველების გასანადგურებლად.c ახაშვეროშმა ხელიდან წაიძრო ბეჭედი და მისცა ჰამანს, რათა ამ უკანასკნელს ყველა იმ ბრძანებისთვის დაესვა ბეჭედი, რომლის გამოცემასაც მოისურვებდა (ესთერი 3:5—10).

  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • b ჰამანი შეიძლება ერთ-ერთი ბოლო ამალეკელი იყო, რადგან მათი „დარჩენილი ნაწილი“ მეფე ხიზკიას დროს განადგურდა (1 მატიანე 4:43).

      c ჰამანმა მეფეს შესთავაზა 10 000 ვერცხლის ტალანტი, რომელიც დღეს ასობით მილიონი დოლარის ეკვივალენტია. თუ ახაშვეროში ქსერქსე I იყო, ჰამანის მიერ შეთავაზებული წინადადება მიმზიდველი იქნებოდა მისთვის. ქსერქსემ, როგორც ჩანს, ესთერზე დაქორწინებამდე დიდი სიმდიდრე დაკარგა ბერძნებთან დაუნდობელი ბრძოლის დროს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება