-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ესთერი“საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 მარტი
-
-
ამ დრამატული მონათხრობიდან ვიგებთ, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ მტრის ხელიდან თავისი ერი, რომელიც მთელ იმპერიაში იყო მიმოფანტული. დღეს ამის ცოდნა აძლიერებს იეჰოვას ხალხს, რომლებიც ღვთისთვის წმინდა მსახურებას 235 ქვეყანაში ეწევიან. გარდა ამისა, ბიბლიის ამ წიგნის პერსონაჟებზე დაკვირვებით ვსწავლობთ, თუ ვის უნდა მივბაძოთ და როგორ საქციელს უნდა ვერიდოთ. მართლაც, „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელები 4:12).
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ესთერი“საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 მარტი
-
-
რას ვსწავლობთ:
2:10, 20; 4:12—16. ესთერმა მიიღო რჩევა იეჰოვას სულიერად მოწიფული მსახურისგან. გონივრულია, მოვუსმინოთ მათ, ‘ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დავემორჩილოთ’ (ებრაელები 13:17).
2:11; 4:5. ‘მხოლოდ პირად ინტერესებზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ სხვების ინტერესებზეც’ (ფილიპელები 2:4).
2:15. ესთერმა მოკრძალება და თავშეკავება იმით გამოავლინა, რომ არ მოითხოვა იმაზე მეტი ძვირფასეულობა ან მდიდრული სამოსი, ვიდრე ჰეგაიმ შესთავაზა. მისი ‘შინაგანი ადამიანი შემოსილი იყო სიმშვიდითა და რბილი ხასიათით’, რის გამოც ესთერმა მეფის კეთილგანწყობილება დაიმსახურა (1 პეტრე 3:4).
2:21—23. ესთერმა და მორდოქაიმ ‘უმაღლესი ხელისუფლებისადმი მორჩილების’ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს (რომაელები 13:1).
3:4. ზოგჯერ შეიძლება გონივრული იყოს, არ გავამხილოთ ჩვენი ვინაობა, როგორც ეს ესთერის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ, როცა საქმე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერა და ერთგულების შენარჩუნება, არ უნდა შეგვეშინდეს იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ.
4:3. როდესაც განსაცდელის პირისპირ ვიმყოფებით, ლოცვით უნდა მივმართოთ იეჰოვას, რათა ძალა და სიბრძნე მოგვცეს.
4:6—8. მორდოქაი კანონიერი გზებით ცდილობდა, გამოსავალი ეპოვა და თავისი ერი ჰამანის ხელისგან ეხსნა (ფილიპელები 1:7).
4:14. მორდოქაის ნდობა იეჰოვასადმი სამაგალითოა.
4:16. ესთერი მინდობილი იყო იეჰოვაზე და რწმენითა და გაბედულებით იმოქმედა, მიუხედავად იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. რამდენად მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ, მივენდოთ იეჰოვას და არა საკუთარ თავს.
5:6—8. ახაშვეროშის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად ესთერმა მეორედ დაპატიჟა ის ნადიმზე. მან წინდახედულად იმოქმედა, რაც კარგი მაგალითია ჩვენთვის (იგავები 14:15).
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ესთერი“საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 მარტი
-
-
რას ვსწავლობთ:
6:6—10. „სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“ (იგავები 16:18).
7:3, 4. ვაცხადებთ გაბედულად იმას, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ, მაშინაც კი, თუ ეს დევნას გამოიწვევს?
8:3—6. ჩვენ შეგვიძლია და საჭიროც არის, რომ მტრებისგან თავის დაცვის მიზნით ხელისუფლებას და სასამართლო სტრუქტურებს მივმართოთ.
8:5. ესთერმა დიდი ტაქტიანობა გამოიჩინა და არ მოიხსენია, რომ მეფესაც მიუძღოდა ბრალი ებრაელების წინააღმდეგ ბრძანების გამოცემაში. მსგავსად ამისა, ჩვენც გვმართებს ტაქტიანობის გამოვლენა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვიწევს დამოწმება.
9:22. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ღარიბები (გალატელები 2:10).
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ესთერი“საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 მარტი
-
-
იეჰოვა მოგვიტანს „შვებასა და ხსნას“
მორდოქაი ესთერს ეუბნება, რომ მისი დედოფლობა იეჰოვას ნების შესრულებას შეუწყობს ხელს. უბედურების მოლოდინში მყოფი ებრაელები მარხულობენ და შველას იეჰოვას სთხოვენ. დედოფალი მეფის წინაშე წინასწარი გაფრთხილების გარეშე ცხადდება და მეფე კეთილგანწყობით იღებს მას. იმ ღამეს მეფეს ძილი უკრთება. მართლაც, წიგნი „ესთერი“ გვანახვებს, თუ როგორ შეუძლია იეჰოვას თავისი ხალხის სასარგებლოდ წარმართოს მოვლენები.
ეს საინტერესო მონათხრობი განსაკუთრებით გამამხნევებელია ჩვენთვის, რადგან „უკანასკნელ ჟამს“ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4). ბოლო ჟამის „უკანასკნელ დღეებში“ გოგ მაგოგელი — სატანა ეშმაკი — მთელი ძალით მიიტანს იერიშს იეჰოვას ხალხზე. მისი მიზანი იქნება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების განადგურება. მაგრამ, როგორც ესთერის დღეებში, ისე მომავალშიც იეჰოვა „შვებას და ხსნას“ მოუტანს თავის თაყვანისმცემლებს (ეზეკიელი 38:16—23; ესთერი 4:14).
-