-
მან დაიცვა ღვთის ხალხიმიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
ძლიერმა რწმენამ სიკვდილის შიში დააძლევინა
24. როგორ გამოავლინა ესთერმა რწმენა და სიმამაცე?
24 დადგა დრო, როცა ესთერს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მან შეუთვალა მორდოქაის, იუდეველებისთვის ეთხოვა, სამი დღე ემარხულათ მისთვის. ბოლოს კი თქვა: „თუ დავიღუპები, დავიღუპო!“. ეს სიტყვები საუკუნეების მანძილზე რწმენისა და გაბედულების ეტალონად იქცა (ესთ. 4:15—17). ალბათ, ამ სამი დღის განმავლობაში იგი ისე მხურვალედ ლოცულობდა, როგორც არასდროს. ბოლოს დადგა გადამწყვეტი დღე. ესთერი გამოეწყო საუკეთესო სამოსელში და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მეფეს თვალში მოსვლოდა. შემდეგ კი სასახლისკენ გაემართა.
ესთერმა ღვთის ხალხის დასაცავად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო
25. მოყევით, რა მოხდა, როდესაც ესთერი მეფის წინაშე წარდგა.
25 როგორც ამ თავის დასაწყისში მოვიხსენიეთ, ესთერმა მეფის სასახლეს მიაშურა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რა გამალებით უძგერდა გული და რა მხურვალედ ლოცულობდა. როგორც კი შიდა ეზოში შეაბიჯებდა, ესთერი ტახტზე მჯდომ ახაშვეროშს დაინახავდა. ის, ალბათ, შეეცდებოდა, მეფის ფიქრები მის სახეზე ამოეკითხა — სახეზე, რომელსაც კულულები და კარგად მოვლილი წვერი თითქმის უფარავდა. თუ ეზოში მოცდა მოუწევდა, წუთები საუკუნეებად მოეჩვენებოდა. მაგრამ მეფემ, მისმა ქმარმა, მაშინვე შეამჩნია ის. მეფეს თავიდან გაუკვირდა მისი დანახვა; მაგრამ მალე სახის გამომეტყველება შეეცვალა და ესთერისკენ ოქროს კვერთხი გაიშვირა (ესთ. 5:1, 2).
26. რატომ სჭირდებათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესთერის მსგავსი გაბედულება, და რატომ ჰქონდა ესთერს ჯერ კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელი?
26 ესთერმა მიზანს მიაღწია — მეფემ მოუსმინა მას. ესთერი მტკიცედ დადგა თავისი ღვთისა და ხალხის გვერდით, რითაც რწმენის საუკეთესო მაგალითი დაუტოვა ღვთის ყველა მსახურს.
-
-
მან სიბრძნე, გაბედულება და თავგანწირვის სული გამოავლინამიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
1—3. ა) რას გრძნობდა ესთერი, როცა უახლოვდებოდა მეფის ტახტს? ბ) როგორ მიიღო მეფემ ესთერი?
ესთერი ნელი ნაბიჯით უახლოვდება მეფის ტახტს. მის გულს ბაგაბუგი გააქვს. შუშანში, სპარსეთის სასახლეში, ისეთი სიჩუმეა, რომ ესთერს თავისი მსუბუქი ნაბიჯებისა და სამოსის შრიალის ხმაც კი ესმის. ის ვერც კი ამჩნევს სამეფო კარის დიდებულებას, საოცრად ლამაზ კოლონებსა და ლიბანის კედრის ხით მდიდრულად მოჩუქურთმებულ ჭერს, რადგან მთელი ყურადღება სამეფო ტახტზე მჯდომი მამაკაცისკენ აქვს მიმართული, რომლის ხელშიც მისი სიცოცხლეა.
2 მეფე დაჟინებით უყურებს ესთერს, რომელიც მას უახლოვდება და მისკენ ოქროს კვერთხს იწვდის. ეს უბრალო ჟესტია, მაგრამ ესთერისთვის სიცოცხლეს ნიშნავს. ამით მეფე გულმოწყალებას ავლენს ესთერის მიმართ და პატიობს, მოხმობის გარეშე რომ წარდგა მის წინაშე. როგორც კი სამეფო ტახტს უახლოვდება, ესთერი მადლიერების ნიშნად კვერთხის წვერს ეხება (ესთ. 5:1, 2).
ესთერი თავმდაბლურად მოიქცა და მეფის მიმართ წყალობისთვის მადლიერება გამოხატა
3 ახაშვეროშის სამეფო სამოსი იმაზე მეტყველებდა, თუ რაოდენ მდიდარი და ძლევამოსილი იყო მეფე. იმდროინდელი სპარსეთის მეფეების სამოსის ღირებულება დღეს ასობით მილიონი დოლარის ეკვივალენტია. მაგრამ ესთერმა ერთადერთი, რაც დაინახა, თავისი მეუღლის თბილი მზერა იყო. მეფეს თავისებურად უყვარდა ესთერი. მან უთხრა ესთერს: „რა მოხდა, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“ (ესთ. 5:3).
4. რა სირთულეები ელოდა წინ ესთერს?
4 ესთერმა უკვე გამოავლინა ძლიერი რწმენა და გამბედაობა — იგი წარდგა მეფის წინაშე, რომ დაეცვა და გადაერჩინა თავისი ხალხი. მართალია, მეფემ მიიღო ესთერი, მაგრამ მას წინ ჯერ კიდევ ბევრი სირთულე ელოდა. მას უნდა დაერწმუნებინა ეს ქედმაღალი მეფე, რომ მისი ყველაზე სანდო მრჩეველი ბოროტი კაცი იყო, რომელსაც ესთერის ხალხის განადგურება სურდა. როგორ დაარწმუნებდა ესთერი მეფეს ამაში, და როგორ შეგვიძლია ესთერივით მტკიცე რწმენა განვივითაროთ?
მან „ლაპარაკის დრო“ გონივრულად შეარჩია
5, 6. ა) როგორ გამოიყენა ესთერმა ეკლესიასტეს 3:1, 7-ში ჩაწერილი პრინციპი? ბ) როდის არჩია ესთერმა ქმართან დალაპარაკება და რატომ მეტყველებს ეს მის გონიერებაზე?
5 ნუთუ ესთერი თავის სათქმელს მეფეს ყველას თანდასწრებით ეტყოდა? თუ ასე მოიქცეოდა, მეფეს დაამცირებდა, მის მრჩეველს, ჰამანს კი იმის საშუალებას მისცემდა, რომ გაებათილებინა მისი ბრალდება. როგორ მოიქცა ესთერი? საუკუნეებით ადრე ბრძენმა მეფე სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . [არის] დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:1, 7). შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ასწავლიდა ესთერს მამობილი, ღვთის ერთგული მორდოქაი, ამ პრინციპის თანახმად ცხოვრებას. ესთერს, რასაკვირველია, კარგად ესმოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო, ლაპარაკისთვის დროის გონივრულად შერჩევა.
6 ესთერმა თქვა: „თუ ისურვებს მეფე, მობრძანდეს დღეს მეფე ჰამანთან ერთად ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას“ (ესთ. 5:4). მეფე დასთანხმდა და ჰამანსაც მოუხმო. ხედავთ, რა გონივრულად მოიქცა ესთერი? იგი გაუფრთხილდა თავისი მეუღლის ღირსებას და ხელსაყრელი დრო შეარჩია თავისი საწუხარის გამოსათქმელად (წაიკითხეთ იგავების 10:19).
7, 8. როგორი ნადიმი მოუწყო ქმარს ესთერმა, მაგრამ რატომ არჩია საუბრის გადადება?
7 უეჭველია, ესთერმა ნადიმი საგულდაგულოდ მოამზადა და ყველაფერი თავისი მეუღლის გემოვნების გათვალისწინებით გააკეთა. მან გულის გამახალისებლად სუფრაზე საუკეთესო ღვინო გამოატანინა (ფსალმ. 104:15). ახაშვეროშმა კარგად მოილხინა. მან კვლავ ჰკითხა ესთერს, რა სათხოვარი ჰქონდა. მაგრამ დადგა შესაფერისი დრო საუბრისთვის?
8 ესთერის აზრით, ჯერ არ იყო საუბრის დრო. მან მეფე და ჰამანი მეორე დღესაც მიიწვია ნადიმზე (ესთ. 5:7, 8). რატომ გადადო ესთერმა მეორე დღისთვის საუბარი? არ დაგავიწყდეთ, რომ მეფის ბრძანების თანახმად, ესთერის ყველა თანამემამულეს სიკვდილი ემუქრებოდა. ესთერი უნდა დარწმუნებულიყო, რომ საუბრისთვის მართლაც შესაფერისი დრო დადგა. ამიტომ, მოცდა არჩია და მეორე დღესაც ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ მის ქმარს დაენახა, რამდენად აფასებდა მას.
9. რატომ არის დასაფასებელი მოთმინება და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ამ მხრივ ესთერს?
9 მოთმინება იშვიათი და დასაფასებელი თვისებაა. დამწუხრებულ ესთერს ერთი სული ჰქონდა, როდის გამოთქვამდა მეფესთან თავის საწუხარს, მაგრამ იგი მოთმინებით ელოდა შესაფერის წუთს. ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან, რადგან თითოეული ჩვენგანი ვხედავთ უსამართლობას, რაც უნდა აღმოიფხვრას. თუ ჩვენ პრობლემის გადასაჭრელად ავტორიტეტული პირის დარწმუნება მოგვიწევს, შეგვიძლია მივბაძოთ ესთერს და მასსავით მომთმენები ვიყოთ. იგავების 25:15-ში ვკითხულობთ: „მოთმინებას მეთაურის დაყოლიება შეუძლია, რბილ ენას კი — ძვლის გადატეხვა“. თუ მოთმინებით დაველოდებით შესაფერის წუთს და ესთერივით მშვიდად და ტაქტიანად ვისაუბრებთ, ნებისმიერ დაბრკოლებას დავძლევთ.
-