-
მან დაიცვა ღვთის ხალხიმიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
როდესაც ესთერის მშობლები დაიხოცნენ, იგი მისმა ერთმა ნათესავმა, კეთილმა კაცმა, მორდოქაიმ შეიკედლა. ეს კაცი, მასზე გაცილებით უფროსი, მისი ბიძაშვილი იყო. მან ესთერი სახლში წაიყვანა და როგორც საკუთარ ქალიშვილს, ისე ზრდიდა (ესთ. 2:5—7, 15).
მორდოქაის მართლაც ჰქონდა მიზეზი, თავისი შვილობილით ეამაყა
5, 6. ა) როგორ გაზარდა მორდოქაიმ ესთერი? ბ) აღწერეთ მორდოქაისა და ესთერის ცხოვრება შუშანში.
5 მორდოქაი და ესთერი ცხოვრობდნენ გადასახლებულ იუდეველთა შორის სპარსეთის დედაქალაქში. ალბათ, იქ ხალხი მათ ზიზღით უყურებდა, რადგან ისინი თავიანთი რწმენისა და კანონების თანახმად ცხოვრებას ცდილობდნენ. მორდოქაი ხშირად ესაუბრებოდა ესთერს იეჰოვას შესახებ, რაც კიდევ უფრო დააახლოებდა მათ ერთმანეთთან. მორდოქაი ასწავლიდა ესთერს, როგორი მწყალობელი იყო იეჰოვა, როგორ იხსნა არაერთხელ თავისი ხალხი გასაჭირისგან და კვლავაც როგორ იხსნიდა (ლევ. 26:44, 45). რასაკვირველია, ესთერსა და მორდოქაის თბილი და ახლო ურთიერთობა ექნებოდათ ერთმანეთთან.
-
-
მან დაიცვა ღვთის ხალხიმიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
9. ა) რა მოხდა, როცა მეფის მსახურებმა შეამჩნიეს ესთერი, და რატომ იქნებოდა ესთერისთვის მორდოქაისთან დაშორება რთული? ბ) რატომ დართო მორდოქაიმ ესთერს ნება, გაჰყოლოდა უცხოტომელს? (იხილეთ ჩარჩო).
9 მეფის მსახურებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ესთერი. მათ ის მორდოქაის სახლიდან წაიყვანეს და მდინარის გადაღმა, სასახლეში მიიყვანეს (ესთ. 2:8). მორდოქაისა და ესთერს ერთმანეთთან განშორება ძალიან გაუჭირდებოდათ, რადგან მამა-შვილივით უყვარდათ ერთმანეთი. მორდოქაის არ უნდოდა, რომ თავისი შვილობილი არაიუდეველზე გათხოვილიყო, თუნდაც ეს მეფე ყოფილიყო, მაგრამ ის ვერაფერს შეცვლიდა.b ალბათ, ესთერი გაფაციცებით უსმენდა მორდოქაის თითოეულ რჩევას, სანამ სასახლეში წაიყვანდნენ.
-