საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • როდესაც ესთერის მშობლები დაიხოცნენ, იგი მისმა ერთმა ნათესავმა, კეთილმა კაცმა, მორდოქაიმ შეიკედლა. ეს კაცი ესთერის ბიძაშვილი იყო, მაგრამ — მასზე გაცილებით უფროსი. მან ესთერი სახლში წაიყვანა და როგორც საკუთარ ქალიშვილს, ისე ზრდიდა (ესთერი 2:5—7, 15).

      მორდოქაი და ესთერი ცხოვრობდნენ გადასახლებულ იუდეველთა შორის სპარსეთის დედაქალაქში. ალბათ, იქ ხალხი მათ ზიზღით უყურებდა, რადგან ისინი თავიანთი რწმენისა და კანონების თანახმად ცხოვრებას ცდილობდნენ. მორდოქაი ხშირად ესაუბრებოდა ესთერს იეჰოვას შესახებ, რაც კიდევ უფრო დააახლოებდა მათ ერთმანეთთან. მორდოქაი ასწავლიდა ესთერს, როგორი მწყალობელი იყო იეჰოვა, როგორ იხსნა არაერთხელ თავისი ხალხი გასაჭირისგან და კვლავაც როგორ იხსნიდა (ლევიანები 26:44, 45). რასაკვირველია, ესთერსა და მორდოქაის თბილი და ახლო ურთიერთობა ექნებოდათ ერთმანეთთან.

  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • მეფის მსახურებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ესთერი. მათ ის მორდოქაის სახლიდან წაიყვანეს და მდინარის გადაღმა, სასახლეში მიიყვანეს (ესთერი 2:8). მორდოქაისა და ესთერს ერთმანეთთან განშორება ძალიან გაუჭირდებოდათ, რადგან მამა-შვილივით უყვარდათ ერთმანეთი. მორდოქაის არ უნდოდა, რომ თავისი შვილობილი ურწმუნოზე გათხოვილიყო, თუნდაც ეს მეფე ყოფილიყო, მაგრამ ის ვერაფერს შეცვლიდა. ალბათ, ესთერი გაფაციცებით უსმენდა მორდოქაის თითოეულ რჩევას, სანამ მას სასახლეში წაიყვანდნენ.

  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • ესთერზე ყველაზე მეტად მორდოქაის შესტკიოდა გული. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მორდოქაი ყოველდღე მიდიოდა ქალთა სახლთან ახლოს და ცდილობდა, რაღაც გაეგო მის შესახებ (ესთერი 2:11). ალბათ, მას სიამაყით ევსებოდა გული, როცა მასთან დაახლოებული მეფის მსახურებისგან ცოტას, მაგრამ კარგს იგებდა ესთერის შესახებ.

  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • ბიბლიაში ვკითხულობთ: „ესთერს არ გაუმჟღავნებია თავისი ხალხისა და ნათესავების ვინაობა, რადგან მორდოქაის ჰქონდა ნაბრძანები მისთვის, რომ არ ეთქვა“ (ესთერი 2:10). მორდოქაიმ დაარიგა შვილობილი, არ გაემჟღავნებინა თავისი წარმომავლობა, რადგან იცოდა, რომ სპარსეთის სამეფო კარზე ბევრი კარგი თვალით არ უყურებდა მის ხალხს. როგორ ესიამოვნებოდა მორდოქაის იმის გაგება, რომ ესთერი, რომელიც მისგან შორს იყო, კვლავაც სიბრძნესა და მორჩილებას ავლენდა.

  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • ესთერი თავისი მამობილის, მორდოქაის მორჩილი დარჩა. მას იუდეველ ხალხთან ფარულად ჰქონდა კავშირი. მოგვიანებით, როცა მორდოქაიმ შეიტყო, რომ მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვას აპირებდნენ, ესთერმა მორჩილად გადასცა მორდოქაის სიტყვები მეფეს და შეთქმულები დასაჯეს (ესთერი 2:20—23).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება