-
მან დაიცვა ღვთის ხალხიმიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
მას „ყველა კარგი თვალით უყურებდა“
10, 11. ა) რატომ შეიძლებოდა, რომ ახალ გარემოს ესთერზე ადვილად მოეხდინა გავლენა? ბ) როგორ შესტკიოდა გული მორდოქაის ესთერზე?
10 ესთერი მისთვის სრულიად ახალ და უცხო სამყაროში აღმოჩნდა. ის იყო „ბევრ ახალგაზრდა ქალს“ შორის, რომლებიც მთელი სპარსეთის იმპერიიდან იყვნენ სასახლეში მიყვანილი. მათი წეს-ჩვეულებები, ენა და ჩვევები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. ყმაწვილქალები ჩააბარეს ერთ-ერთ მთავარს, ჰეგაის. მათთვის ერთი წლის მანძილზე დადგენილი წესისამებრ უნდა მოევლოთ, რაშიც სურნელოვანი ზეთით სხეულის დაზელაც შედიოდა (ესთ. 2:8, 12). ასეთ გარემოში ყმაწვილქალებს შეიძლება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შექმნოდათ, ერთმანეთის შეშურებოდათ და მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ეფიქრათ. როგორ იმოქმედებდა ეს გარემო ესთერზე?
11 ესთერზე ყველაზე მეტად მორდოქაის შესტკიოდა გული. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მორდოქაი ყოველდღე მიდიოდა ქალთა სახლთან ახლოს და ცდილობდა, რაღაც გაეგო მის შესახებ (ესთ. 2:11). ალბათ, მას სიამაყით ევსებოდა გული, როცა მასთან დაახლოებული მეფის მსახურებისგან ცოტას, მაგრამ კარგს იგებდა ესთერის შესახებ.
12, 13. ა) როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ესთერმა გარშემომყოფებზე? ბ) რატომ ესიამოვნებოდა მორდოქაის იმის გაგება, რომ ესთერმა არ გაამხილა თავისი წარმომავლობა?
12 ესთერმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჰეგაიზე, რომ კეთილად განეწყო მის მიმართ, შვიდი მსახური ქალი მიუჩინა და ქალთა სახლის საუკეთესო ნაწილში გადაიყვანა. ბიბლიაში წერია: „მთელი ამ ხნის განმავლობაში ესთერს ყველა კარგი თვალით უყურებდა“ (ესთ. 2:9, 15). ნუთუ მხოლოდ ესთერის სილამაზით მოიხიბლნენ იქ მყოფნი? რასაკვირველია, არა.
ესთერმა იცოდა, რომ თავმდაბლობა და სიბრძნე სილამაზეზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო
-
-
მან დაიცვა ღვთის ხალხიმიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
15, 16. ა) როგორ მოიგო მეფის გული ესთერმა? ბ) რატომ არ იქნებოდა ესთერისთვის ადვილი ამხელა ცვლილებასთან შეგუება?
15 როდესაც მეფის წინაშე წარდგენის დრო დადგა, ესთერს უფლება მისცეს, თავად აერჩია ნებისმიერი რამ, რაც მას კიდევ უფრო დაამშვენებდა. მას არაფერი უთხოვია გარდა იმისა, რაც ქალთა მცველმა, ჰეგაის, ურჩია (ესთ. 2:15). როგორც ჩანს, ესთერს კარგად ესმოდა, რომ მეფის გულს მხოლოდ სილამაზით ვერ მოიგებდა, არამედ თავისი მოკრძალებითა და თავმდაბლობით, რაც იშვიათობა იყო მეფის კარზე.
16 ბიბლიაში ნათქვამია: „მეფეს სხვა ქალებზე მეტად შეუყვარდა ესთერი, მან სხვა ქალწულებზე მეტად დაიმსახურა კეთილგანწყობა და მეტი სიკეთე პოვა მის წინაშე. მეფემ სამეფო თავსაბურავი დაახურა მას თავზე და ვაშთის მაგივრად დასვა დედოფლად“ (ესთ. 2:17).
-