საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • მას „ყველა კარგი თვალით უყურებდა“

      ესთერი მისთვის სრულიად ახალ და უცხო სამყაროში აღმოჩნდა. ის იყო „ბევრ ახალგაზრდა ქალს“ შორის, რომლებიც მთელი სპარსეთის იმპერიიდან იყვნენ სასახლეში მიყვანილი. მათი წეს-ჩვეულებები, ენა და ჩვევები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. ყმაწვილქალები ჩააბარეს ერთ-ერთ მთავარს, ჰეგაის. მათთვის ერთი წლის მანძილზე დადგენილი წესისამებრ უნდა მოევლოთ, რაშიც სურნელოვანი ზეთით სხეულის დაზელაც შედიოდა (ესთერი 2:8, 12). ასეთ გარემოში ყმაწვილქალებს შეიძლება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შექმნოდათ, ერთმანეთის შეშურებოდათ და მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ეფიქრათ. როგორ იმოქმედებდა ეს გარემო ესთერზე?

      ესთერზე ყველაზე მეტად მორდოქაის შესტკიოდა გული. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მორდოქაი ყოველდღე მიდიოდა ქალთა სახლთან ახლოს და ცდილობდა, რაღაც გაეგო მის შესახებ (ესთერი 2:11). ალბათ, მას სიამაყით ევსებოდა გული, როცა მასთან დაახლოებული მეფის მსახურებისგან ცოტას, მაგრამ კარგს იგებდა ესთერის შესახებ.

      ესთერმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჰეგაიზე, რომ კეთილად განეწყო მის მიმართ, შვიდი მსახური ქალი მიუჩინა და ქალთა სახლის საუკეთესო ნაწილში გადაიყვანა. ბიბლიაში წერია: „მთელი ამ ხნის განმავლობაში ესთერს ყველა კარგი თვალით უყურებდა“ (ესთერი 2:9, 15). ნუთუ მხოლოდ ესთერის სილამაზით მოიხიბლნენ იქ მყოფნი? რასაკვირველია, არა.

  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
    • როდესაც დადგა დრო, რომ ესთერი მეფის წინაშე უნდა წარმდგარიყო, მას უფლება მისცეს, თავად აერჩია ნებისმიერი რამ, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდიდა. მან დაუჯერა ქალთა მცველს, ჰეგაის და არაფერი უთხოვია გარდა იმისა, რაც მან ურჩია (ესთერი 2:15). როგორც ჩანს, ესთერს კარგად ესმოდა, რომ მეფის გულს მხოლოდ სილამაზით ვერ მოიგებდა, არამედ თავისი მოკრძალებითა და თავმდაბლობით, რაც იშვიათობა იყო მეფის კარზე.

      ბიბლიაში ნათქვამია: „მეფეს სხვა ქალებზე მეტად შეუყვარდა ესთერი, მან სხვა ქალწულებზე მეტად დაიმსახურა კეთილგანწყობა და მეტი სიკეთე პოვა მის წინაშე. მეფემ სამეფო თავსაბურავი დაახურა მას თავზე და ვაშთის მაგივრად დასვა დედოფლად“ (ესთერი 2:17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება